09:48 - 30 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-02-21 18:28:37, 1201 ნახვა

კომენტარი
მურუსიძე: უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატად ჩემს წარდგენას გამოვრიცხავ

სააპელაციო სასამართლოს მოსამართლის ლევან მურუსიძის განცხადებით, ის უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატად თავის წარდგენას კატეგორიულად გამორიცხავს.

როგორც მურუსიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, ის პარლამენტში მიმდინარე შეხვედრას საკუთარი პოზიციის დასაფიქსირებლად მივიდა. 

"მოსული ვარ, როგორც სასამართლოს წარმომადგენელი იმისთვის, რომ ჩემი პოზიციები და ხედვები გავაცნო. უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატი უნდა აკმაყოფილებდეს ორ კრიტერიუმს: კეთილსინდისიერება და კომპეტენცია. ეს ორი კრიტერიუმი როგორ ჩაიშლება, რას გულისხმობს კომპეტენცია და რას გულისხმობს კეთილსინდისიერება, რა დამატებითი კომპონენტები შეიძლება შეიტანონ ამ ორ ძირითად კრიტერიუმში, ამაზე იქნება მსჯელობა დღეს. რაც შეეხება უზენაეს სასამართლოში კანდიდატად ჩემს რაიმე ფორმით წარდგენას, ამას კატეგორიულად გამოვრიცხავ", - განაცხადა ლევან მურუსიძემ.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
აშშ-ს სურს ჰორმუზის სრუტისთვის ახალი კოალიციის შექმნა - The Wall Street Journal
შსს-ს გენერალური ინსპექციის უფროსმა, დავით არჩვაძემ თანამდებობა დატოვა
ბოჭორიშვილი: მოსკოვის მექანიზმი პოლიტიკური მიზნებისთვის ამოქმედებული ინსტრუმენტია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics