|
2019-02-21 18:03:05, 1242 ნახვა
საზოგადოება
საცხოვრებელთან უფასო პარკირებისთვის მეპატრონის მიერ სისტემაში ავტომანქანის ნომრის მითითება იქნება აუცილებელი
საცხოვრებელთან უფასო პარკირებისთვის მეპატრონის მიერ სისტემაშიავტომანქანის სახელმწიფო ნომრის მითითება იქნება აუცილებელი, - ამის შესახებ თბილისის ვიცე-მერმა ირაკლი ხმალაძემ განაცხადა. მისი თქმით, უძრავი ქონების მფლობელი უფლებამოსილი იქნება სისტემაში ორი სატრანსპორტო საშუალების ნომერი შეიყვანოს და აღნიშნული ავტომობილები საცხოვრებლის მიმდებარედ, 100 მეტრის რადიუსში უფასოდ გააჩეროს. „საცხოვრებელი ადგილის მიმდებარედ მანქანის პარკირებას საათობრივი საფასური არ შეეხება. ეს დაკავშირებული არ არის პირის იურიდიულ თუ ფაქტობრივ მისამართებთან, ასევე, ამა თუ იმ მისამართზე ჩაწერასთან. მთავარია, რომ უძრავი ქონების მესაკუთრემ, ფიზიკურმა პირმა, სისტემაში მიუთითოს ორი სატრანსპორტო საშუალების სახელმწიფო ნომერი, რომელიც უფლებამოსილი იქნება, იმ უძრავი ქონების მიმდებარედ, 100 მეტრის რადიუსში მანქანა უფასოდ დააპარკინგოს. ეს ნიშნავს, რომ თუ მოქალაქე,მაგალითად, არის რომელიღაც უძრავი ქონების მესაკუთრე, უფლება აქვს, სისტემაში დარეგისტრირდეს, მიუთითოსსაკუთარი უძრავი ქონების საკადასტრო კოდი, სისტემა ამ კოდის გეოგრაფიულ წერტილს დასვამს - გაამწვანებს ანუ უფასოს გახდის მის ირგვლივ, 100-მეტრიან რადიუსში ყველა ფასიან, მუნიციპალურ საათობრივ პარკინგს დამითითებული, არაუმეტეს ორი სატრანსპორტო საშუალება უფასო პარკირების უფლებით ისარგებლებს. ეს სატრანსპორტო საშუალებები პერიოდულად გადახედვას ექვემდებარება“, - განაცხადა ირაკლი ხმალაძემ. მისივე განმარტებით, იმ შემთხვევაში, თუ მოქალაქე აღნიშნულ ბინას გაააქირავებს და იქ აღარ იცხოვრებს, შეუძლია, ერთი ავტომანქანა სისტემიდან წაშალოს და მის ნაცვლად, სხვა მიუთითოს. „აქედან გამომდინარე, აღნიშნული ავტომობილი ვის სახელზეც არ უნდა იყოს რეგისტრირებული, სადაც არ უნდა იყოს მისი მფლობელის იურიდიული მისამართი, თუ მესაკუთრე ფიზიკური პირი მიუთითებს ამ სატრანსპორტო საშუალების სახელმწიფო ნომერს, ის უფასო პარკირებით ისარგებლებს“, - განაცხადა ირაკლი ხმალაძემ.
(NS)
დიდმა ბრიტანეთმა, გერმანიამ და ნატოს კიდევ ხუთმა ქვეყანამ უკრაინას ასობით მილიონი დოლარის ღირებულების დრონებისა და რაკეტების ახალი მიწოდება დაჰპირდნენ
ცოლის ინფორმაციით, ბაქოს სააპელაციო სასამართლომ აფგან სადიგოვი პატიმრობაში დატოვა
ურეკში 4 ადამიანი ზღვის დინებამ წაიღო, მაშველებმა 4-ვე გამოიყვანეს, თუმცა 1 დაიღუპა
ALDE: ოცნებამ უნდა უზრუნველყოს, რომ ელენე ხოშტარიამ მიიღოს მკურნალობა, რომელიც სჭირდება
|
რედაქტორის რჩევით
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
ომი უკრაინაში
ტრამპმა შეაქო უკრაინის შეიარაღებული ძალების სამხედრო ტექნიკა და თქვა, რომ ისინი „საკმაოდ კარგად უძლებენ“
კიევში მასშტაბური თავდასხმა: ოთხი ადამიანი დაიღუპა, 25 კი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)