13:46 - 16 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-02-21 17:09:39, 1365 ნახვა

პოლიტიკა
კობახიძე: კონსენსუსი, რომელიც ჩამოყალიბებულია უმრავლესობის რამდენიმე წევრსა და ენმ-ს შორის, ყველაფერზე მეტყველებს

„კონსენსუსი ამ დარბაზში, რომელიც ჩამოყალიბებულია უმრავლესობის რამდენიმე წევრსა და „ნაციონალურ მოძრაობას“ შორის მეტყველებს აბსოლუტურად ყველაფერზე" - ამის შესახებ პარლამენტის წევრმა, ირაკლი კობახიძემ პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

კობახიძემ განმარტა ის მიზეზები, რის გამო ეწინააღმდეგება აღნიშნული კანონპროექტი კონსტიტუციას.   

„დღეს არის 21 თებერვალი საქართველოს პირველი კონსტიტუციის მიღების და სიმბოლურია, რომ დღეს ჩვენ საქართველოს პარლამენტში 98-ე წლის თავზე, პირველი კონსტიტუციის მიღებიდან სერიოზულად ვმსჯელობთ ისეთი კანონის მიღებაზე, რომელიც ტექსტობრივად უხეშად ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციას. ბუნებრივია ეს არის დაუშვებელი. ზოგადად უნდა გავმიჯნოთ ერთმანეთისგან პოლიტიკური და სამართლებრივი ასპექტი ამ საკითხის. უმრავლესობა აქვს ჩამოყალიბებული თავისი პოზიცია, პოლიტიკურ საკითხთან დაკავშირებით. კერძოდ ითქვა, რომ უმრავლესობა მზადაა განიხილოს ეს საკითხი, იმსჯელოს ამ საკითხთან დაკავშირებით, რა თქმა უნდა, მოქმედი კონსტიტუციის ფარგლებში. შარშან, როდესაც ჩვენ გვქონდა მსჯელობა სამუშაო ჯგუფის ფორმატში ერთ-ერთმა ჩვენმა უცხოელმა კოლეგამ დააყენა მაშინაც ეს საკითხი და მე გამოვხატე ჩემი დადებითი პოზიცია ამასთან დაკავშირებით. შესაბამისად, პოლიტკური პოზიცია არის ცხადი და ეს დაფიქსირდა კიდევ ერთხელ პოლიტსაბჭოს განცხადებაში. მეორე მხარე არის სამართლებრივი მხარე და აქ, პირველ რიგში, მხედველობაში უნდა მივიღოთ, ამ ინიციატივის შესაბამისობა საქართველოს კონსტიტუციასთან. აქ არის ტექსტობრივი შეუსაბამობა კანონპროექტსა და კონსტიტუციას შორის.

კიდევ ერთხელ გავიმეორებ რომ 21 თებერვალს, 98-ე წლის თავზე პირველი კონსტიტუციის მიღებიდან, არ შეიძლება სერიოზულად მსჯელობა იმაზე რომ ჩვენ შეიძლება მივიღოთ ისეთი კანონი, რომლის ტექსტი ეწინააღმდეგება კონსტიტუციის ტექსტს, აქ არის ძალიან მარტივი სიტუაცია.“, - აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ლუკაშენკო: ბელარუსი უკრაინისთვის როგორც ხელისგულზეა – უკვე 500 სამიზნე აქვთ მონიშნული
კობახიძე: დღეს, როდესაც მსოფლიო პოლიტიკა განიცდის ლიდერების დეფიციტს, სერბეთს ჰყავს გამორჩეული ლიდერი
დიდმა ბრიტანეთმა რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების სია გააფართოვა
მოსამართლე გელაშვილმა ალეკო ელისაშვილი სხდომათა დარბაზიდან გააძევა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics