13:47 - 16 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-02-21 16:03:09, 1123 ნახვა

პოლიტიკა
ფოფხაძე - კანონპროექტის იგნორირებით ნუ დავკარგავთ ხალხს, ვისგანაც გვაქვს მანდატი

„კანონპროექტის იგნორირებით, ან საწინააღმდეგოდ ხმის მიცემით, თუნდაც არ მხარდაჭერით, მთელ საზოგადოებასთან და ერთან შევდივართ წინააღმდეგობაში“, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, გედევან ფოფხაძემ აღნიშნა.

მან კოლეგებს მოსამართლეების უვადო დანიშვნასთან დაკავშირებით ინიცირებული კანონპროექტის მხარდაჭერისკენ მოუწოდა.

„ანრი ოხანაშვილმა თქვა, რომ ის ეთანხმება კანონპროექტის მიზანს. მან ასევე თქვა, რომ არის შემთხვევები, როცა კანონი კონსტიტუციური იყო და საკონსტიტუციო სასამართლომ სცნო არაკონსტიტუციურად. ეგებ ახლაც ეშლება?! მოდით, გამოვიდეთ იმ მიზნიდან, რომელიც კანონს აქვს, ყველამ ჩვენს გულებში ჩავიხედოთ და მოვიქცეთ მორალურად სწორად. 2012 წლის 1 ოქტომბერს ავიღეთ პასუხისმგებლობა ხალხის წინაშე. ეს პასუხისმგებლობა იყო მორალური პასუხისმგებლობა. ხალხმა ჩვენ არჩევნები მოგვაგებინა, რადგან დავპირდით სამართლიანობას. დღეს ხალხს ამის დეფიციტი აქვს და სერიოზული პროტესტი, რომ ეს არ არის შესრულებული. საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში ხალხს დავპირდით, რომ თუ რაიმე შეგვეშალა, გამოვასწორებთ. მაპატიეთ, მაგრამ ამ კანონპროექტის იგნორირებით, ან საწინააღმდეგოდ ხმის მიცემით, თუნდაც არ მხარდაჭერით, მთელ საზოგადოებასთან და ერთან შევდივართ წინააღმდეგობაში. მოდით, აქედან გამოვიდეთ, როცა ამ კანონზე ხმის მიცემაზე ვიფიქრებთ. ნუ ვიფიქრებთ ჩვენს კომფორტზე და იმაზე, ვიღაცა გვისაყვედურებს თუ არა და იმ განცხადებაზე, რაც პოლიტსაბჭომ გააკეთა. კი ეს იქნება წყალგამყოფი ჩემსა და იმ ადამიანებს შორის, ვინც მხარს არ დაუჭერს ამ კანონპროექტს, მაგრამ ეს წყალგამყოფი იქნება ჩვენსა და ქართველ ხალხს შორისაც. ეს არის ყველა ყველაზე დიდი სადარდებელი. ნუ დავკარგავთ ადამიანებს, ვისითაც გვაქვს მანდატები. ნუ მოვატყუებთ ხალხს. ახლა ყველა ელოდება ჩვენს მორალურ არჩევანს. ეს მორალური არჩევანი უნდა გამოიხარტებოდეს იმაში, რომ ჩვენ უნდა ვუერთგულოთ ხალხს“, - აღნიშნა გედევან ფოფხაძემ.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ლუკაშენკო: ბელარუსი უკრაინისთვის როგორც ხელისგულზეა – უკვე 500 სამიზნე აქვთ მონიშნული
კობახიძე: დღეს, როდესაც მსოფლიო პოლიტიკა განიცდის ლიდერების დეფიციტს, სერბეთს ჰყავს გამორჩეული ლიდერი
დიდმა ბრიტანეთმა რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების სია გააფართოვა
მოსამართლე გელაშვილმა ალეკო ელისაშვილი სხდომათა დარბაზიდან გააძევა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics