09:47 - 30 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-02-21 12:51:27, 1153 ნახვა

კომენტარი
გოგიჩაიშვილი: იურიდიული კომიტეტი იუსტიციის საბჭოს ფილიალიზაციის გზას ადგას

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის ლევან გოგიჩაიშვილის განცხადებით, იურიდიული კომიტეტი იუსტიციის საბჭოს ფილიალიზაციის გზას ადგას. 

გოგიჩაიშვილის თქმით, 9 დეპუტატის მიერ მომზადებული კანონპროექტი, რომელიც მოსამართლეების უვადოდ დანიშნვის საკითხს ეხება, კონსტიტუციურ ჩარჩოებს არ სცდილდება. 

"კანონპროექტი არის კონსტიტუციური. იურიდიული კომიტეტი ვერ გადის, ვერ აბარებს კონსტიტუციური პრინციპის ტესტს, რომ იყოს ზედამხედველის ფუნქციით აღჭურვილი და აქვს უნარი, შეასრულოს პოლიტიკური ფუნქცია. სამწუხაროდ, იურიდიული კომიტეტი ადგას იუსტიციის საბჭოს ფილიალიზაციის გზას. ეს ძალიან სამწუხაროა, ტრაგიკულია. ვნახოთ, რა იქნება კენჭისყრაზე. მე იმედი მაქვს, დეპუტატები შეაფასებენ სასამართლოს ირგვლივ შექმნილ რეალობას. იგრძნობენ ოცნების ამომრჩევლის მთავარ დაკვეთას, რომ ამ ქვეყნის სასამართლოს სჭირდება კარგი, დემოკრატიული და პრინციპული მომავალი. დღესდღეობთ ყველაფერი მიდის იქითკენ, რომ ჩინჩალაძემ ჩაიგდოს ხელში სამივე ინსტანციის სასამართლო", - აღნიშნა გოგიჩაიშვილმა. 





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
აშშ-ს სურს ჰორმუზის სრუტისთვის ახალი კოალიციის შექმნა - The Wall Street Journal
შსს-ს გენერალური ინსპექციის უფროსმა, დავით არჩვაძემ თანამდებობა დატოვა
ბოჭორიშვილი: მოსკოვის მექანიზმი პოლიტიკური მიზნებისთვის ამოქმედებული ინსტრუმენტია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics