|
2019-02-21 12:31:21, 1097 ნახვა
პოლიტიკა
ინაშვილი კობახიძეს: იუსტიციის საბჭოს დაემსგავსეთ - ან შეცვალეთ მართვა ან თქვენი იმპიჩმენტის საკითხს დავაყენებთ
ძალიან დაემსგავსეთ ამ ბოლო დროს იუსტიციის უმაღლეს საბჭოს, თავისი სტრუქტურით და მოქმედების ტაქტიკით, - ასე მიმართა ფრაქცია "საქართველოს პატრიოტების" თავმჯდომარემ ირმა ინაშვილმა პარლამენტის ხელმძღვანელს ირაკლი კობახიძემ ბიუროს დრევანდელ სხდომაზე. ინაშვილი პარლამენტის თავმჯდომარე გააკრიტიკა და აღნიშნა, რომ უმრავლესობა ოპოზიციის მიერ წარმოდგენილი ინიციატივებით არ ინტერესდება. "მინდა შევეხო პარლამენტში დღეს შექმნილ ვითარებას. გუშინ თუ გუშინწინ, ჩვენ გამოვიტანეთ განსახილველად პრველ მოსმენაზე კანონპროექტი, ცვლილებები მაუწყებლობის შესახებ კანონში, რაც ითვალისწინებს არასაარჩევნო პერიოდში პოლიტიკური რეკლამის განთავსებას. ეს მნიშვნელოვანი ცვლილებება, მაგრამ მას უფრთხის უმრავლესობა მთელი რიგი მიზეზების გამო. ძალიან სამწუხაროა, რომ პირველივე მოსმენაზე უმრავლესობამ, სხვათაშორის ძალიან საეჭვოდ აორთქლდა კენჭისყრის პროცესში "ნაცმოძრაობის" ორივე ფრთაც, დიდი ეჭვი მაქვს, რომ თქვენ უთხარით, რომ კენჭისყრაში არ მიეღოთ მონაწილეობა. საერთოდ არ გაინტერესებთ ჩვენი ამ შემთხვევაში როგორც ოპოზიციური ფრაქციის წარმომადგენლების ინიციატივები. პარლამენტში დღეს არსებული მენეჯმენტი არის ძალიან ვიწრო ინტერესებზე აგებული. ძალიან დაემსგავსეთ ამ ბოლო დროს იუსტიციის უმაღლეს საბჭოს, თავისი სტრუქტურით და მოქმედების ტაქტიკით. ძალიან ცუდია ასეთი არათანამშრომლობის პრაქტიკის დამკვიდრება. კი თანამშრომლობთ გადასარევად ბოკერიასთან და მეორე ნაცმოძრაობასთან, ხოლო ჩვენთან ასეთი თანამშრომლობა რატომრაც ვერ ხერხდება, ჩვენი მცდელობის მიუხედავად. ეს მენეჯმენტი არის შესაცვლელი, ან შეცვალეთ მართვა და გახსნილები გახდით, ან პირდაპირ გეუბნებით, შეგცვლით. ჩვენ დავაყენებთ თქვენი იმპიჩმენტის საკითხს, რადგან ასე გაგრძელება არ შეიძლება", - მიმარტა ინაშვილმა კობახიძეს.
ლუკაშენკო: ბელარუსი უკრაინისთვის როგორც ხელისგულზეა – უკვე 500 სამიზნე აქვთ მონიშნული
კობახიძე: დღეს, როდესაც მსოფლიო პოლიტიკა განიცდის ლიდერების დეფიციტს, სერბეთს ჰყავს გამორჩეული ლიდერი
დიდმა ბრიტანეთმა რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების სია გააფართოვა
მოსამართლე გელაშვილმა ალეკო ელისაშვილი სხდომათა დარბაზიდან გააძევა
|
რედაქტორის რჩევით
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
ომი უკრაინაში
კიევში მასშტაბური თავდასხმა: ოთხი ადამიანი დაიღუპა, 25 კი დაშავდა
სიბიჰა კიევ-პეჩერის ლავრის დაბომბვაზე - პუტინი საუკუნოდ დაწყევლილი უნდა იყოს და ის წააგებს ამ ომს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)