|
2019-02-20 14:10:05, 1032 ნახვა
საზოგადოება
პარკირებაზე საათობრივი გადასახადის დაწესება 1-ელი ივლისიდან დაიწყება
თბილისში ზონალურ-საათობრივი პარკირების წესი პირველ ეტაპზე, საპილოტე მოდელის სახით, მიმდინარე წლის პირველი ივლისიდან რამდენიმე ქუჩაზე ამოქმედდება, - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა. როგორც მერმა აღნიშნა, წესი თბილისის საკრებულოს განსახილველად და დასამტკიცებლად უახლოეს მომავალში გადაეგზავნება, პირველი არეალი კი, სადაც ზონალურ-საათობრივი პარკირება ამოქმედდება, კოტე აფხაზის (ყოფილი ლესელიძის) ქუჩაა. „ყველამ ვიცით, რომ თბილისს მრავალი გამოწვევა აქვს და თითოეული მათგანის დაძლევა ჩემთვის და ჩემი თანაგუნდელებისთვისმნიშვნელოვანია. ყველაფერს ვაკეთებთ იმისათვის, რომ თბილისის მუნიციპალიტეტი ყველა გამოწვევის მიმართ, ძლიერიიყოს. არის საკითხები, რომლებიც განსაკუთრებით პრიორიტეტულია. ერთ-ერთ მათგანს ტრანსპორტით გამოწვეული ჰაერის დაბინძურება და საცობების მზარდი ტენდენცია წარმოადგენს. რასაკვირველია, ეს ის პრობლემაა, რომლის ერთი ხელის მოსმით მოგვარება შეუძლებელია, თუმცა ჩვენ ხელთ არსებული რესურსებით, სწორი სატრანსპორტო პოლიტიკით, რომელიც გრძელვადიან შედეგზეა გათვლილი, პრობლემის მოგვარებასა და გადაჭრასშევძლებთ“, - განაცხადა კახა კალაძემ. მისივე თქმით, ქალაქში სატრანსპორტო საშუალებებით გამოწვეული ჰაერის დაბინძურების მაჩვენებელი კრიტიკულ ზღვარს აღწევს, რადგან თბილისში 500 000-ზე მეტი ავტომობილი გადაადგილდება. კახა კალაძის განცხადებით, მუნიციპალიტეტის მერიის სატრანსპორტო პოლიტიკა ქალაქში ნაკლებ მანქანას და მეტ საზოგადოებრივ ტრანსპორტს ისახავს მიზნად, რომელიც ყველაზე კომფორტული და სწრაფი იქნება. „ზონალურ-საათობრივი პარკირება ჩვენი ქალაქისთვის სიახლეა. პარკირების პოლიტიკა ერთ-ერთი ყველაზე მძლავრი ინსტრუმენტია მუნიციპალიტეტისთვის, რომლითაც შესაძლებლობა გვექნება, დავარეგულიროთ ქალაქში ნაკადები, საცობები, საპარკინგე ადგილებზე გადაჭარბებული მოთხოვნა და რაც ყველაზე მთავარია, საზოგადოებრივი ტრანსპორტისა და კერძო მანქანების მოხმარების მაჩვენებელი, რომელიც მუდმივად კერძო მანქანებისკენ იზრდება. ჩვენი მიზანიც სწორედ ამ მაჩვენებლის შეცვლაა“, - აღნიშნა დედაქალაქის მერმა. მისივე განმარტებით, ზონალურ-საათობრივი პარკირება ევროპის ყველა განვითარებულ, განსაკუთრებით გადატვირთულ ქალაქებში დიდი ხნის წინ დანერგილი მოდელია და ის სატრანსპორტო სისტემის მოწესრიგების მიმართულებით, ერთ-ერთ ქმედით საშუალებადმიიჩნევა. „ჩვენ ამ დღეებში საკრებულოს განსახილველად და დასამტკიცებლად გადაუგზავნით თბილისში ზონალურ-საათობრივი პარკირების წესებს, რომელიც პირველ ეტაპზე, საპილოტე მოდელის სახით, პირველი ივლისიდან რამდენიმე ქუჩაზეამოქმედდება.ახალი წესების თანახმად, პარკირების საფასური საათობრივად განისაზღვრება და მისი ოდენობა ზონების მიხედვით დიფერენცირებული იქნება. ამაზე საკრებულოსთან ერთად დამატებით ვიმსჯელებთ. პირველი არეალი, სადაც ეს წესი გავრცელდება კოტე აფხაზის(ყოფილი ლესელიძის) და მიმდებარე ქუჩებია. ამავე დროს, მუნიციპალიტეტი განაგრძობს მუშაობას სხვა არეალებზეც“, - განაცხადა კახა კალაძემ.
|
რედაქტორის რჩევით
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
ომი უკრაინაში
ტრამპმა შეაქო უკრაინის შეიარაღებული ძალების სამხედრო ტექნიკა და თქვა, რომ ისინი „საკმაოდ კარგად უძლებენ“
კიევში მასშტაბური თავდასხმა: ოთხი ადამიანი დაიღუპა, 25 კი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)