|
2019-02-19 18:00:07, 3183 ნახვა
სამხედრო
თავდაცვის მინისტრი „Capstone“-ის დელეგაციას შეხვდა
საქართველოში სამდღიანი ვიზიტით „Capstone“-ის დელეგაცია იმყოფება. გენერალ ფილიპ ბრიდლავის ხელმძღვანელობით დელეგაციის წევრები საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ლევან იზორიამ მიიღო. შეხვედრას საქართველოს თავდაცვის მინისტრის პირველი მოადგილე ლელა ჩიქოვანი, საქართველოში აშშ-ის ელჩის მოადგილე ელიზაბედ რუდი და აშშ-ის სამხედრო ატაშე, პოლკოვნიკი ჯეფრი ჰარტმანი დაესწრნენ. თავდაცვის სამინისტროში გამართულ შეხვედრაზე მხარეებმა რეგიონში არსებულ უსაფრთხოების გარემოსა და აშშ-საქართველოს ურთიერთობების სამომავლო პერსპექტივებზე ისაუბრეს. თავდაცვის სამინისტროში გამართული შეხვედრის შემდეგ „Capstone“-ის დელეგაციის წარმომადგენლებმა შეხვედრა საქართველოს თავდაცვის ძალების უფროსთან, გენერალ-მაიორ ვლადიმერ ჩაჩიბაიასთან გამართეს. „Capstone“-ის დელეგაცია დაკომპლექტებულია სხვადასხვა სფეროს მოქმედი მაღალი რანგის სამხედრო მოსამსახურეებით. დელეგაციის წევრებს შორის ის სამხედრო მოსამსახურეებიც არიან, რომელთა მომავალი სამუშაო პოზიცია რეგიონთან და საქართველოსთან მჭიდროდ იქნება დაკავშირებული. ამერიკული დელეგაცია საქართველოს 21 თებერვალს დატოვებს.
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)