23:58 - 29 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-02-19 15:58:49, 1722 ნახვა

სამართალი
ჯანეზაშვილი-დოლიძე: იუსტიციის უმაღლესი საბჭო ქვედა ინსტანციებში მოსამართლეების დანიშვნას აყოვნებს

„უზენაესი სასამართლოს დაკომპლექტების გადადების გამო, იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ სასამართლოს ქვედა ინსტანციებში მოსამართლეთა კონკურსი შეაყოვნა", - ამის შესახებ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრების ანა დოლიძისა და ნაზი ჯანეზაშვილის ერთობლივ განცხადებაშია აღნიშნული.

მათი ინფორმაციით, 7 თვეა, მოსამართლეთა კონკურსი უშედეგოდ მიმდინარეობს.

"საქართველოს კონსტიტუციაში ცვლილებების შეტანის შემდეგ უზენაეს სასამართლოში მოსამართლეთა რაოდენობა 28-მდე გაიზარდა. შედეგად უზენაეს სასამართლოში დამატებით 18 ვაკანსია გაჩნდა. შეიცვალა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატურების წარდგენის წესიც. წარდგენაზე უფლებამოსილი ორგანო საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო გახდა.

კონსტიტუციის ახალი ნორმების ამოქმედებამდე, იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ გასული წლის ივლისში რაიონულ (საქალაქო) და სააპელაციო სასამართლოებში 43 ვაკანსიაზე კონკურსი გამოაცხადა. ამის შემდგომ, 24 დეკემბერს, იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ საქართველოს პარლამენტს წარუდგინა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატურების სია, რომელიც 10 მოსამართლისგან შედგებოდა.

ამ პროცესების კვალდაკვალ, იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ მოსამართლეთა ვაკანტურ თანამდებობებზე თვეების წინ გამოცხადებული კონკურსი ხელოვნურად შეაყოვნა - 7 თვეა მოსამართლეთა კონკურსი უშედეგოდ მიმდინარეობს.

ბოლო ოთხი თვის განმავლობაში საბოლოო ეტაპზე გადასული 78 კანდიდატიდან  გასაუბრება 77-ს ჩაუტარდა.  დარჩენილ 1 კანდიდატთან გასაუბრებას იუსტიციის უმაღლესი საბჭო არ ან ვერ ატარებს. რადგან, ბოლო კანდიდატთან გასაუბრების დასრულებისთანავე  კანონით დადგენილი ვადის ათვლა დაიწყება. იუსტიციის უმაღლეს საბჭოს საერთო ჯამში მხოლოდ 10 სამუშაო დღე აქვს იმისათვის, რომ გასაუბრების შემდგომ მოსამართლეთა ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად კენჭისყრა ჩაატაროს. 

უნდა აღინიშნოს ისიც, რომ გასაუბრების მთელი პროცესი ბოლო ოთხი თვის განმავლობაში ნაწყვეტ-ნაწყვეტ, ფრაგმენტულად მიმდინარეობს“, - ნათქვამია განცხადებაში.

 





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
აზერბაიჯანელმა პოლიტპატიმრებმა ფონ დერ ლაიენს ბაქოში ვიზიტის დროს ადამიანის უფლებების საკითხების წამოჭრისკენ მოუწოდეს
რუსეთის ელიტა ომის ესკალაციისთვის ემზადება უკრაინის მიერ რუსეთის სიღრმეში თავდასხმების შემდეგ - The Washington Post
ცოტნე ივანიშვილი პარლამენტში ცემა-ტყეპაზე - ხელი როგორ მოხვდა, რა ფორმით მოხდა, რა სიძლიერით მოხვდა, ამის ზომვა როგორ უნდა დავიწყოთ?
ოლიგარქის ვაჟს ცოტნე ივანიშვილს ოცნების ახალგაზრდული ორგანიზაცია აბარია და ამბობს რომ პოლიტიკაში ჩართვის ინტერესი არ აქვს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics