10:47 - 30 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-02-18 15:52:24, 1082 ნახვა

კომენტარი
ზარდიაშვილი - ნაზი ჯანეზაშვილისა და ანა დოლიძის ქონება უკეთესად გამოიყურება, ვიდრე მოსამართლეების

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ვანო ზარდიაშვილი "შაბათის კურიერში" გასულ სიუჟეტს ეხმაურება, რომელის მოსამართლეების ქონებას უკავშირდებოდა. 

როგორც ზარდიაშვილმა აღნიშნა, იუსტიციის საბჭოს არამოსამართლე წევრები, ნაზი ჯანეზაშვილი და ანა დოლიძე უფრო მდიდრები არიან, ვიდრე მოსამართლეები. 

„იგივე მიხეილ ჩინჩალაძეზე, რომელიც უკვე 12 წელია, მოსამართლეა და, ალბათ, 30 წელია, საჯარო მოხელეა, აქვს 100 ათასი დოლარი კრედიტი აღებული, ამას იხდის 2004 წლიდან, ასევე ჩინჩალაძეზე შეიძლება ითქვას, რომ ის ქონებები, რაც "რუსთავი 2-მა" ახლა ვითომ აღმოაჩინა, შეძენილია 2006 წელს და 2008 წელს. რატომ მოხდა მაინცდამაინც ამ საკითხის ახლა წამოწევა, ეს არის უცნაური. ასევე, მოვუწოდებ არასამთავრობო სექტორს, რადგან იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრების ქონება ამოიღეს და ეს გახადეს დასასაბუთებელი, მე გადავავლე თვალი ქალბატონი ნაზი ჯანეზაშვილის ქონებას, რომელიც საკმაოდ შთამბეჭდავად გამოიყურება და "რუსთავი 2" თუ მოინდომებს, დამიჯერეთ, ქალბატონი ნაზის და ანას ქონება უფრო უკეთესად გამოიყურება, ვიდრე თამარ ალანიას თუ დიმიტრი გვრიტიშვილის თუ მამია ფხაკაძის ქონებები“, - განაცხადა ვანო ზარდიაშვილმა.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
აშშ-ს სურს ჰორმუზის სრუტისთვის ახალი კოალიციის შექმნა - The Wall Street Journal
შსს-ს გენერალური ინსპექციის უფროსმა, დავით არჩვაძემ თანამდებობა დატოვა
ბოჭორიშვილი: მოსკოვის მექანიზმი პოლიტიკური მიზნებისთვის ამოქმედებული ინსტრუმენტია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics