|
2019-02-18 10:01:01, 1089 ნახვა
პოლიტიკა
მამუკა ბახტაძე დრეზდენში საქსონიის მიწის პრემიერ-მინისტრს შეხვდა
საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე დრეზდენში საქსონიის მიწის პრემიერ-მინისტრ მიხაელ კრეჩმერს შეხვდა. საქართველოს მთავრობის მეთაურის პატივსაცემად გამართულ ოფიციალურ ვახშამზე, მიხაელ კრეჩმერმა მამუკა ბახტაძეს მადლობა გადაუხადა დრეზდენის გალერეის დაკარგული ექსპონატის, პიეტრო ფრანჩესკო ჩიტადინის მე-17 საუკუნის ფერწერული ტილოს დაბრუნებისთვის, რომელიც საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის კანცლერ ანგელა მერკელს რამდენიმე თვის წინ, თბილისში ვიზიტისას გადასცა. საუბარი შეეხო საქართველო-გერმანიის ურთიერთობების განვითარების პოზიტიურ დინამიკას, განსაკუთრებით ბოლო პერიოდში და სხვადასხვა სფეროში წარმატებულ თანამშრომლობას. მხარეებმა ასევე განიხილეს ეკონომიკური კავშირების გაღრმავების მიმართულებით არსებული პოტენციალი, პროფესიული განათლების სფეროში თანამშრომლობის პერსპექტივა და ისაუბრეს ახალი ტექნოლოგიების დანერგვის მიმართულებით გამოცდილების გაზიარებაზე. მამუკა ბახტაძემ საქსონიის მიწის პრემიერ-მინისტრს ასევე მიაწოდა ინფორმაცია საქართველოში განხორციელებული და დაგეგმილი რეფორმების შესახებ, მათ შორის განათლების სფეროში, რაც ადამიანური კაპიტალის განვითარებასა და ქვეყნის ეკონომიკურ აღმავლობას ისახავს მიზნად.
|
რედაქტორის რჩევით
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
ომი უკრაინაში
კიევში მასშტაბური თავდასხმა: ოთხი ადამიანი დაიღუპა, 25 კი დაშავდა
სიბიჰა კიევ-პეჩერის ლავრის დაბომბვაზე - პუტინი საუკუნოდ დაწყევლილი უნდა იყოს და ის წააგებს ამ ომს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)