|
2019-02-17 14:54:48, 1429 ნახვა
პოლიტიკა
მამუკა ბახტაძე - საქართველო ბუნებრივად არის რეგიონული ცენტრი
საქართველო ბუნებრივად არის რეგიონულ ცენტრად და ხიდად გადაქცევის კანდიდატი, რითაც ხელს შეუწყობს მზარდ საერთაშორისო სავაჭრო ტვირთბრუნვას ევროკავშირსა და ჩინეთს შორის, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ მიუნხენის უსაფრთხოების 55-ე კონფერენციის ფარგლებში აღმოსავლეთ ევროპაში უსაფრთხოებისადმი მიძღვნილ თემატურ დისკუსიაზე გამოსვლისას განაცხადა. მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ საქართველო ზღვაზე გასასვლელის არმქონე 6 ქვეყნისთვის კარიბჭეს წარმოადგენს. "საქართველოს აქვს მნიშვნელობა საერთაშორისო ლოგისტიკურ კონტექსტში. ჩვენ ვართ ერთი სარტყელისა და გზის ინიციატივის მონაწილე. თავისუფალი სავაჭრო შეთანხმება გვაქვს გაფორმებული ჩინეთთან. ეს ქვეყანა უკვე ჩვენი ერთ-ერთი უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორია. ასევე ვხედავთ, რომ ვაჭრობა ვითარდება და იზრდება თურქეთსა და ჩინეთს შორის, ევროკავშირსა და ჩინეთს შორის. ამდენად, თუ რუკას შეხედავთ, დარწმუნდებით, რომ საქართველო ბუნებრივად არის რეგიონულ ცენტრად და ხიდად გადაქცევის კანდიდატი, რითაც ის ხელს შეუწყობს ამ მზარდ საერთაშორისო სავაჭრო ტვირთბრუნვას ევროკავშირსა და ჩინეთს შორის. ჩვენ ამ კონტექსტში მხოლოდ ძალიან კარგ შესაძლებლობებს ვხედავთ არა მხოლოდ საქართველოსთვის, არამედ მთელი რეგიონისთვის", - განაცხადა მამუკა ბახტაძემ. თემატურ დისკუსიაში, რომელსაც ევრაზიის ჯგუფის პრეზიდენტი იან ბრემერი მოდერატორობდა, საქართველოს პრემიერ-მინისტრთან ერთად უკრაინის პრეზიდენტი პეტრო პოროშენკო, ხორვატიის პრემიერ-მინისტრი ანდრეი პლენკოვიჩი და ეუთოს გენერალური მდივანი ტომას გრემინგერი მონაწილეობდნენ.
|
რედაქტორის რჩევით
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
ომი უკრაინაში
კიევში მასშტაბური თავდასხმა: ოთხი ადამიანი დაიღუპა, 25 კი დაშავდა
სიბიჰა კიევ-პეჩერის ლავრის დაბომბვაზე - პუტინი საუკუნოდ დაწყევლილი უნდა იყოს და ის წააგებს ამ ომს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)