|
2019-02-16 16:41:32, 1404 ნახვა
პოლიტიკა
საქართველოსა და ჩრდილოეთ მაკედონიას შორის დიპლომატიური ურთიერთობა დამყარდა
საქართველოსა და ჩრდილოეთ მაკედონიის რესპუბლიკას შორის დიპლომატიური და საკონსულო ურთიერთობების დამყარების შესახებ ოქმს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა და ჩრდილოეთ მაკედონიის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა ნიკოლა დიმიტროვმა, მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციის ფარგლებში გამართული შეხვედრის დროს მოაწერეს ხელი. მისასალმებელია საქართველოსა და ჩრდილოეთ მაკედონიის რესპუბლიკას შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარება. დარწმუნებულნი ვართ, საერთო ძალისხმევით, ჩვენ შევძლებთ ორმხრივი ურთიერთობების განვითარებას და ურთიერთსასარგებლო შედეგების მიღწევას. ასევე ვულოცავთ ჩრდილოეთ მაკედონიის რესპუბლიკას ნატო-ს გაწევრიანების ოქმის ხელმოწერას, რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს ნატო-ს ღია კარის პოლიტიკას და ფაქტს, რომ ალიანსის კარი ღიაა იმ ქვეყნებისათვის, რომლებიც იზიარებენ ნატო-ს ღირებულებსა და სტანდარტებს. იმედს გამოვთქვამთ, რომ დიპლომატიური ურთიერთობების დამყარება ახალ იმპულსს შესძენს ორ ქვეყნას შორის ურთიერთობების დინამიკას.
|
რედაქტორის რჩევით
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
ომი უკრაინაში
კიევში მასშტაბური თავდასხმა: ოთხი ადამიანი დაიღუპა, 25 კი დაშავდა
სიბიჰა კიევ-პეჩერის ლავრის დაბომბვაზე - პუტინი საუკუნოდ დაწყევლილი უნდა იყოს და ის წააგებს ამ ომს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)