19:13 - 18 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-02-16 14:03:23, 1606 ნახვა

საზოგადოება
თბილისის ილორის წმინდა გიორგის სახელობის მშენებარე ეკლესიას მაცხოვრის ხატი გადაეცა

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობამ ილორის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიის თბილისის მეტოქიონს მაცხოვრის ხატი შეწირა, ამასთან დაკავშირებით ეკლესიის წინამძღვარმა მამა ლევანმა წირვა-ლოცვა აღავლინა.

ხატი ვარძიის მაცხოვრის ფრესკის ასლს წარმოადგენს და ის ქართული ენისა და ლიტერატურის პედაგოგმა, ხატმწერმა ქეთევან ბელიაშვილმა ფონიჭალის ყოველთა წმინდათა სახელობის ტაძრის არქიმანდრიტ პეტრეს (ძინძიბაძე) ლოცვა-კურთხევით საგანგებოდ ნატო კორსანტიასთვის დაწერა და აფხაზეთს მიუძღვნა. 13 თებერვალს საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის დიდ დარბაზში კრებულის „აფხაზეთი სავიზიტო ბარათად“ გამართულ პრეზენტაციაზე იდეის ავტორმა და შემდგენელ-რედაქტორმა ნატო კორსანტიამ ხატი ილორის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიის თბილისის მეტოქიონისთვის შესაწირად აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელ ვახტანგ ყოლბაიას გადასცა.

ტაძარში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრი მანანა ქვაჩახია, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის დევნილთა საქმეების დეპარტამენტის თავმჯდომარე კონსტანტინე კუჭუხიძე, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის აპარატის უფროსი ოთარ გარმელია, კრებულის „აფხაზეთი სავიზიტო ბარათად“ ავტორი ნატო კორსანტია, ხატმწერი ქეთევან ბელიაშვილი და დევნილი საზოგადოება იმყოფებოდნენ.

 

 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ALDE: ოცნებამ უნდა უზრუნველყოს, რომ ელენე ხოშტარიამ მიიღოს მკურნალობა, რომელიც სჭირდება
ნინო ლომჯარია TV იმედს სასამართლოში უჩივის
ზურაბიშვილი: ელენე ხოშტარიას, სასწრაფო სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი სამედიცინო დახმარება სჭირდება
ბოკუჩავა: რა თქმა უნდა, ვრჩები ნაციონალურ მოძრაობაში, ვიბრძოლებ ბოლომდე!
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics