|
2019-02-16 13:02:03, 1233 ნახვა
საზოგადოება
„მიმიფურთხებია მათი ღირსებისთვის“ - ადვოკატი დეკანოზის მდგომარეობაზე პასუხისმგებლობას სინოდის წევრებს აკისრებს
ე.წ. ციანის საქმეზე მსჯავრდებული დეკანოზ გიორგი მამალაძის ადვოკატი მიხეილ რამიშვილი აცხადებს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფს გამოკვლევები უტარდება. რამიშვილის ინფორმაციით, დეკანოზი ინტენსიურ განყოფილებაში რჩება. „გამოკვლევა კიდევ მიმდინარეობს. მიზეზი ჰოსპიტალიზაციის გახდა ის, რომ მარჯვენა მხარე საერთოდ უმოქმედო აქვს. შესაბამისად, უკვე ეძებენ კერას, რისგან არის ეს გამოწვეული და რა შეიძლება, ეს ყველაფერი იყოს. ჯერ არ არის გადაწყვეტილი, თუ რამდენი ხანი დარჩება კლინიკაში. ინტენსიურში არის, მე მასაც ვესაუბრე და არის იმ მდგომარეობაში, რა მდგომარეობაშიც ზუსტად 2 წლის უკან ამ რიცხვში, როდესაც კლინიკაში მოიყვანეს“, - განაცხადა მიხეილ რამიშვილმა. ადვოკატი მომხდარზე პასუხისმგებლობას წმინდა სინოდის წევრებს აკისრებს. "მისი სულიერი მდგომარეობა, ამდენი ხანი რომ ზიარებას ითხოვს და არც აზიარეს და არაფრად არ ჩააგდეს, წმინდა სინოდის წევრების უმრავლესობა, ვინც არიან, მაგათ ნამუსზე იყოს და მაგათ მოეკითხოთ ცოდვები. როგორ გიორგი მამალაძეც მიიყვანეს, მაგათ ღირსებაზე იყოს, თუ გააჩნიათ, მიმიფურთხებია მათი ღირსებისთვის“, - განაცხადა რამიშვილმა.
|
რედაქტორის რჩევით
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
ომი უკრაინაში
ტრამპმა შეაქო უკრაინის შეიარაღებული ძალების სამხედრო ტექნიკა და თქვა, რომ ისინი „საკმაოდ კარგად უძლებენ“
კიევში მასშტაბური თავდასხმა: ოთხი ადამიანი დაიღუპა, 25 კი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)