|
2019-02-15 13:46:49, 875 ნახვა
საზოგადოება
ქობულია: დღეს დავათვალიერე საწარმო, რომლის მაგალითზე კარგად ჩანს, რომ საქართველო კონკურენტუნარიანია სხვა ქვეყნებთანშედარებით
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ქუთაისში ტექსტილის საწარმო „MGM TEX" დაათვალიერა. გიორგი ქობულია საწარმოსსახელმწიფო რწმუნებულთან იმერეთის რეგიონში შავლეგო ტაბატაძესთან და ქუთაისის მერ გიორგი ჭიღვარიასთან ერთად ეწვია. სტუმრები ადგილზეგაეცნენ წარმოების პროცესს, შეხვდნენ საწარმოს ხელმძღვანელობას. შპს „ემჯიემტექს" 2018 წლის აპრილის დასაწყისში ამოქმედდა და წლიურად 6 000 000 ლარის ტანსაცმელს აწარმოებს. ინვესტიციის ჯამური მოცულობა 3 მლნ ლარს შეადგენს. საწარმო პროგრამის „აწარმოე საქართველოში" ბენეფიციარია, საწარმოში ამჟამად 300-მდე ადამიანია დასაქმებული და პროდუქციასაწარმოებს ისეთი ცნობილი ბრენდის ტანსაცმელს, როგორიცაა M&S, UMBRO, Comma და სხვა. აღსანიშნავია, რომ რამდენიმე დღის წინ კომპანია ბრენდის„H&M" ოფიციალური მიმწოდებელი გახდა, რაც ნიშნავს, რომ ევროპის სხვადასხვა ქვეყნებში, "H&M"-ის მაღაზიებში პროდუქცია იარლიყით "MADE IN GEORGIA" (დამზადებულია საქართველოში) გაიყიდება. როგორც ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა საწარმოს დათვალიერების შემდეგ აღნიშნა, ქვეყანას ამ ტიპის, ექსპორტზე ორიენტირებულიმეტი ბიზნესი სჭირდება. „ესაა ტექსტილის საწარმო, რომელიც პრაქტიკულად, მთლიანად მუშაობს ექსპორტზე. დიდი შთაბეჭდილების ქვეშ ვარ საწარმოსხელმძღვანელობისა და აქ დასაქმებულების მიერ გაწეული სამუშაოთი, იმით, თუ როგორ ააწყეს ბიზნესი, მოძებნეს ეს ბიზნესმოდელი, ასევე კონტაქტებიევროპაში. რა თქმა უნდა, პროგრამამ „აწარმოე საქართველოში" ძალიან დიდი როლი ითამაშა საწარმოს განვითარების პროცესში. ჩვენ გვინდა ასეთი, ექსპორტზე ორიენტირებული მეტი ბიზნესები", - განაცხადა გიორგი ქობულიამ. ამასთან, მინისტრის თქმით, ამ საწარმოს მაგალითზე ჩანს, რომ საქართველო კონკურენტუნარიანია სხვა ქვეყნებთან შედარებით. „ასეთი ტიპის ძალიანბევრი საწარმო ევროპიდან, მათ შორის აღმოსავლეთ ევროპიდან გადმოდის ჩვენს რეგიონში და რა თქმა უნდა, მზად უნდა ვიყოთ, ყველაფერი ვიღონოთ, რომ საქართველოში რაც შეიძლება მეტი ასეთი საწარმო გაიხსნას", - აღნიშნა გიორგი ქობულიამ. ეკონომიკის მინისტრის აზრით, ტექსტილის გარდა ეკონომიკაში გვაქვს სხვა ანალოგიური სეგმენტები, მაგალითად, ტყავის ტანსაცმლის და ფეხსაცმლისწარმოება, რომელთაც ასევე დიდი პოტენციალი აქვთ.
(NS)
ნინო ლომჯარია TV იმედს სასამართლოში უჩივის
ზურაბიშვილი: ელენე ხოშტარიას, სასწრაფო სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი სამედიცინო დახმარება სჭირდება
ბოკუჩავა: რა თქმა უნდა, ვრჩები ნაციონალურ მოძრაობაში, ვიბრძოლებ ბოლომდე!
გვარამიას თქმით, მოსამართლემ არ დააკმაყოფილა ხოშტარიას მდგომარეობის შესწავლის შუამდგომლობა
|
რედაქტორის რჩევით
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
ომი უკრაინაში
ტრამპმა შეაქო უკრაინის შეიარაღებული ძალების სამხედრო ტექნიკა და თქვა, რომ ისინი „საკმაოდ კარგად უძლებენ“
კიევში მასშტაბური თავდასხმა: ოთხი ადამიანი დაიღუპა, 25 კი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)