10:39 - 16 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-02-15 13:42:43, 1255 ნახვა

პოლიტიკა
„ევროპული საქართველო“ მთავრობას საერთაშორისო სანქციებში საქართველოს თემის შეტანისკენ მოუწოდებს

 „ევროპული საქართველო - მოძრაობა თავისუფლებისთვის“ წევრი გიორგი კანდელაკი  ეხმიანება აშშ კონგრესისა და ევროკავშრის განზრახვას რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ სანქციების ახალი პაკეტის დაწესების შესახებ.

როგორ მან დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, პრემირ-მინისტრმა უნდა მოითხოვოს საერთაშორისო სანქციების მოთხოვნათა ჩამონათვალში საქართველოს საკითხის შეტანა.

„როგორც ცნობილია საქმე ეხება გასული წლის ნოემბერში ქერჩის სრუტეში მომხდარი აგრესიის გამო რუსეთის ფედერაციის უშიშროების სამსახურის 24 თანამშრომლის და გემთმშენებელი სექტორის სანქცირებას. ასევე საუბარია გასულ წელს გაერთიანებული სამეფოს ტერიტორიაზე რუსეთის ფედერაციის უშიშროების სამსახურის მიერ სერგეი სკრიპალის მოწამვლის გამო სანქციების ცალკე პაკეტზე.

საზოგადოებას ახსოვს რომ „ევროპულმა საქართველომ“ ქერჩის სრუტეში მომხდართან დაკავშირებით საქართველოს პარლამენტში რეზოლუციის პროექტი ჯერ კიდევ გასული წლის 26 ნოემბერს შეიტანა. რეზოლუცია, მომხდარის დაგმობასთან ერთად, საქართველოს მთავრობას ავალებს გასწიოს მუშაობა რათა რუსეთის ფედერაციაზე დასაწესებელი სანქციების მოთხოვნებში გაჩნდეს საქართველოს საკითხი, კერძოდ, ამ ეტაპზე, ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიის შეტანა. მოვუწოდებთ საპარლამენტო უმრავლესობას რეზოლუციის პროექტის განხილვა შედგეს შემდგომი გაჭიანურების გარეშე, უკვე მომავალ კვირას.

ამავე დროს, მოვუწოდებთ შინაგან საქმეთა სამინისტროს შეასრულოს დანაპირები და სიაში შეიყვანოს რუსეთის ფედერაციის საოკუპაციო სტრუქტურების ის წარმომადგენლები რომლებიც მონაწილეობდნენ გიგა ოთხოზორიას და არჩილ ტატუნაშვილის მკვლელობებში და ან ამ დანაშაულთა დაფარვაში მაგრამ ამ დრომდე არ არიან სიაში შეყვანილნი.

ევროპული საქართველო ასევე მოუწოდებს პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძეს მიუნხენის კონფერენციაზე საკუთარ გამოსვლასა და ორმხრივ შეხვედრებზე მკაფიოდ და არაორაზროვნად მოითხოვოს  საერთაშორისო სანქციების მოთხოვნათა ჩამონათვალში საქართველოს საკითხის შეტანა“, - აღნიშნა გიორგი კანდელაკმა.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ირანულმა გემებმა აშშ-ის საზღვაო ბლოკადის ზონაში გადასვლა დაიწყეს
საქართველოს AI ნაკრები ცნობილია - ახალგაზრდა ტალანტები ქვეყანას საერთაშორისო ოლიმპიადაზე წარადგენენ
უკრაინამ კრასნოდარის მხარეში ბენზინგასამართი სადგურების მომარაგების საწყობი დაბომბა
კინოდაჯილდოება „ელისო“ 2026-ის გამარჯვებულები ცნობილია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics