23:28 - 01 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-02-14 14:28:29, 1804 ნახვა

სამართალი
იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ სასამართლო სისტემაში კიდევ 8 მოსამართლე უვადოდ დანიშნა

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს გადაწყვეტილებით, სასამართლო სისტემაში კიდევ 8 მოსამართლე უვადოდ განწესდა.

შესაბამისი კენჭისყრა დღეს იუსტიციის საბჭოს სხდომაზე გაიმართა.

კენჭისყრაში მონაწილეობა იმ მოსამართლეებმა მიიღეს, რომლებსაც 3 წელზე მეტი გამოცდილება აქვთ თანამდებობაზე 3-წლიანი გამოსაცდელი ვადით იყვნენ დანიშნული.

უვადოდ შემდეგი მოსამართლეები განწესდნენ:

ნატრული აკობია – ზუგდიდის რაიონულ სასამართლოში, 12-ხმით ორის წინააღმდეგ,

ეკა არეშიძე – თბილისის საქალაქო სასამართლოში, 14 ხმით,  სრული მხარდაჭერა,

გია ბერაია  – ახალციხის რაიონულ სასამართლოში, 12 ხმით ორის წინააღმდეგ,

ლერი თედორაძე – ქუთაისის საქალაქო სასამართლოში, 13 ხმით ერთის წინააღმდეგ,

ინდირა მაშანეიშვილი – ბათუმის საქალაქო სასამართლოში, 12 ხმით ორის წინააღმდეგ,

სალიხ შაინიძე – ბათუმის საქალაქო სასამართლოში, 12 ხმით ორის წინააღმდეგ,

ნატო ხუჯაძე – თბილისის საქალაქო სასამართლოში, 12 ხმით ორის წინააღმდეგ,

მერაბ ჯორბენაძე – თბილისის საქალაქო სასამართლოში, 13 ხმით ერთის წინააღმდეგ.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
პერმს ტუაფსეს მსგავსი ეკოლოგიური კატასტროფა ელის
ზურაბიშვილი რეჟიმის მიერ ვენახის გაშენების აკრძალვაზე - დავბრუნდით შაჰ-აბასისა თუ საბჭოთა დროს
რუსეთის მიერ უკრაინაში დადასტურებულმა დანაკარგებმა 216 000 ადამიანს გადააჭარბა.
კრემლის ჩინეთის გავლით ტექნოლოგიების იმპორტზე დამოკიდებულებამ 90%-ს მიაღწია.
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics