16:49 - 18 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-02-14 13:17:12, 1058 ნახვა

საზოგადოება
თბილისში საინფორმაციო ბანერები განთავსდა, რომელთა მეშვეობითაც მოსახლეობას ნარჩენების დახარისხებისკენ მოუწოდებენ

თბილისის მერიის მხარდაჭერით, „კავკასიის გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციების ქსელმა“ (CENN) დედაქალაქში, ნარჩენების სეპარაციის შესახებ საინფორმაციო ბანერები განათავსა.

საინფორმაციო ბანერებზე მითითებულია თუ რა მისამართებზეა განლაგებული ნარჩენების სეპარირების სტენდები.

ნარჩენების სეპარაციის სტენდები, თბილისის მერიის, "თბილსერვის ჯგუფის", „კავკასიის გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციების ქსელის“ (CENN) და საქართველოს ნარჩენების მართვის ასოციაციის ერთობლივი ძალისხმევით შეიქმნა.

დედაქალაქში უკვე სეპარაციის 25 სტენდი დგას, რომელშიც მოქალაქეებს დახარისხებული ნარჩენების განთავსება შეუძლიათ. კერძოდ, PET ბოთლები, ქაღალდი, შუშა და ალუმინის ქილები.

აღსანიშნავია, რომ ამ სტენდებში მოხვედრილი ნარჩენები მეორად პროდუქტად გადამუშავდება.

რაც შეეხება საინფორმაციო ბანერებს, ისინი განთავსებულია მეტროსადგურ „სამგორთან“, დიდ დიღომში, გ. ბრწყინვალეს ქუჩაზე, ვაჟა-ფშაველას გამზირზე; რესპუბლიკური საავადმყოფოს მიმდებარედ, წერეთლის გამზირზე, "კოკა-კოლას" ოფისთან, ვაკის პარკთან და მეტროსადგურ "ღრმაღელესთან". ბანერებიდან რამდენიმე წუთის სავალზეა განთავსებული სეპარაციის სტენდებიც.

 

 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ზურაბიშვილი: ელენე ხოშტარიას, სასწრაფო სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი სამედიცინო დახმარება სჭირდება
ბოკუჩავა: რა თქმა უნდა, ვრჩები ნაციონალურ მოძრაობაში, ვიბრძოლებ ბოლომდე!
გვარამიას თქმით, მოსამართლემ არ დააკმაყოფილა ხოშტარიას მდგომარეობის შესწავლის შუამდგომლობა
ზელენსკი: თუ უკრაინა იწვის, თქვენი მოსკოვიც დაიწვება - დადგა დრო, დასრულდეს ეს აგრესია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics