22:42 - 29 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-02-13 21:34:45, 1643 ნახვა

სამართალი
ბათუმში, 87 წლის ქალის ძარცვის ფაქტზე 2 პირი დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის ბათუმის საქალაქო სამმართველოს თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ძარცვის ბრალდებით, 1984 წელს დაბადებული ლ.ჩ. და 1999 წელს დაბადებული რ.ო. დააკავეს.

უწყების ინფორმაციით, გამოძიებამ დაადგინა, რომ დაკავებულებმა მიმდინარე წლის 13 თებერვალს ბათუმში, ჩოლოყაშვილის ქუჩაზე მდებარე ერთ-ერთ საცხოვრებელ ბინაში მცხოვრებ მოქალაქეს თავი გაზის კომპანიის თანამშრომლებად წარუდგინეს და ბინაში მოტყუებით შეაღწიეს.

„ბრალდებულებმა ბინის მფლობელს - 1932 წელს დაბადებულ ხ.ბ.-ს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს, ხელები შეუკრეს და ბინიდან სხვადასხვა ნივთები, მათ შორის ოქროს სამკაულები მოიპარეს, რის შემდეგაც შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ.

სამართალდამცველებმა ორივე პირი მომხდარიდან რამდენიმე საათში, ბათუმში დააკავეს. ნაძარცვი ნივთები ამოღებულია ნივთმტკიცების სახით.

გამოძიება წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, ბინაში უკანონო შეღწევით ჩადენილი ძარცვის ფაქტზე, საქართველოს სსკ-ს 178-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ და „გ“ ქვეპუნქტებით მიმდინარეობს“, - ნათაქვამია შსს-ს განცხადებაში.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ოლიგარქის ვაჟს ცოტნე ივანიშვილს ოცნების ახალგაზრდული ორგანიზაცია აბარია და ამბობს რომ პოლიტიკაში ჩართვის ინტერესი არ აქვს
ელენე ხოშტარიას უახლოეს დღეებში დამატებითი კვლევების ჩატარების მიზნით, სამოქალაქო სექტორის კლინიკა „ვივამედში" გადაიყვანენ
ტოკაევმა კობახიძე ყაზახეთის რესპუბლიკის პირველი ხარისხის „მეგობრობის" საპატიო ორდენით დააჯილდოვა
ორბანის გადადგომის შემდეგ უნგრეთმა რუსეთის მოქალაქეებზე ვიზების გაცემა შეაჩერა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics