10:26 - 01 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-02-13 19:28:18, 1363 ნახვა

ეკონომიკა
ქობულია: ტექნოლოგიებისა და ინოვაციების განვითარების მიზნით 2019 წელს რამდენიმე პროექტია დაგეგმილი

საქართველოში ტექნოლოგიებისა და ინოვაციების განვითარების მიზნით 2019 წელს რამდენიმე პროექტია დაგეგმილი, - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომაზე ისაუბრა.

გიორგი ქობულიას ინფორმაციით, იგეგმება ბათუმის, კასპიის, გურჯაანის ტექნოლოგიური ცენტრების დასრულება და ქუთაისის ცენტრის აშენება. ამასთან, ერთი ახალი აქსელერატორის ფორმირება თბილისში. კიდევ ერთი სიახლე - მინისტრის განცხადებით, იგეგმება 5 და 100 000 ლარიანი გრანტების გაფართოება 250 000 დოლარიანი გრანტით.

ამასთან, გიორგი ქობულიას განცხადებით, დაგეგმილია ვენჩურული და ენჯელ საინვესტიციო ფონდების საკანონდებლო რეფორმა, რაც  ხელს შეუწყობს საქართველოში მათი შექმნის პროცესს. ასევე მოხდება სტარტაპების სამართლებრივი სტატუსის განსაზღვრა და სტარტაპებისთვის რიგ აქტივობებზე საგადასახადო შეღავათების დაწესება.

 

 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
მიხეილ სააკაშვილი: პატრიარქის „არჩევნის“ სცენარი ლუბიანკაზე დიდი ხნის წინ დაიწერა.
პოლონეთში ქუჩაში ცემით მოკლული, საქართველოს მოქალაქე 37 წლის გიორგი ჭილაშვილია
უკრაინამ ტუაფსეში ნავთობტერმინალს ორი კვირის განმავლობაში მეოთხედ დაბომბა
რუსეთში Starlink-ის ტერმინალების იმპორტი აიკრძალა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics