10:25 - 01 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-02-13 17:59:57, 1324 ნახვა

ეკონომიკა
გიორგი ქობულიამ 2019 წლის ძირითადი მიზნები და პრიორიტეტები დაასახელა

გიორგი ქობულიამ ეკონომიკის ის ძირითადი პრიორიტეტული სექტორები დაასახელა, რომელთა განვითარებასაც მომავალი წლის საქმიანობის გეგმაში განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა.

მათ შორის მინისტრმა დეპუტატების წინაშე სიტყვით გამოსვლისას დაასახელა ენერგეტიკა (გენერაციის ობიექტების განვითარება და ენერგეტიკული ბაზრის რეფორმა),  სატვირთო ტრანსპორტი (სატრანზიტო პოტენციალის რეალიზაცია და საერთაშორისო ბაზრებზე წვდომის გაუმჯობესება),  მომსახურების სექტორი (ტურიზმის შემდგომი განვითარება და BPO),  ასევე სოფლის მეურნეობა/კვების მრეწველობა (მაღალი დამატებითი ღირებულების საექსპორტო ქვესექტორების განვითარება (თხილი, კენკროვანები, ბოსტნეული, ხილი, მეთევზეობა, მესაქონლეობა), მინისტრმა ასევე ყურადღება გაამახვილა წარმოების სექტორზე, სადაც  ხაზი გაუსვა ისეთი პრიორიტეტული საექსპორტო სექტორების განვითარებას, როგორიცაა ტყავის, ტექსტილის, ავეჯის, ავტონაწილების წარმოება ელექტრონიკის აწყობა.

„ჩვენთვის ასევე ძალიან მნიშვნელოვანია ბუნებრივი რესურსების მართვა, რაც გულისხმობს წიაღისეულის პოტენციალის სრული ათვისებას ნავთობის და გაზის ჩათვლით, ასევე პრიორიტეტულია ინოვაციური წარმოებები, ინტერნეტიზაცია, IT და ციფრული ტექნოლოგიები" - აღნიშნა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა.

გიორგი ქობულია ამ წუთებში პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის სხდომაზე იმყოფება, სადაც პრეზენტაციას მართავს და დეპუტატებს ეკონომიკის სამინისტროს ხედვებს და 2019 წლის სამოქმედო გეგმას აცნობს.

 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
მიხეილ სააკაშვილი: პატრიარქის „არჩევნის“ სცენარი ლუბიანკაზე დიდი ხნის წინ დაიწერა.
პოლონეთში ქუჩაში ცემით მოკლული, საქართველოს მოქალაქე 37 წლის გიორგი ჭილაშვილია
უკრაინამ ტუაფსეში ნავთობტერმინალს ორი კვირის განმავლობაში მეოთხედ დაბომბა
რუსეთში Starlink-ის ტერმინალების იმპორტი აიკრძალა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics