10:39 - 16 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-02-13 14:54:21, 1298 ნახვა

პოლიტიკა
ბახტაძე: ყურადღებას ვთმობთ საერთაშორისო რეიტინგებში საქართველოს წინსვლას, რათა ქვეყანა გადავაქციოთ რეგიონის ცენტრად

„ჩვენ მნიშვნელოვან ყურადღებას ვთმობთ საერთაშორისო რეიტინგებში საქართველოს წინსვლას, ვინაიდან ჩვენი ეკონომიკური სტრატეგიის განუყოფელი ნაწილია ის, რომ საქართველო გადავაქციოთ ეკონომიკური განვითარების თვალსაზრისით რეგიონის ცენტრად“, - ასე გამოეხმაურა საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე ევროპის პალატის მიერ გამოქვეყნებულ რეიტინგს.

როგორც პრემიერ-მინისტრმა მთავრობის სხდომის დაწყების წინ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რეიტინგის მიხედვით - „ევროპის საუკეთესო ქვეყნები ბიზნესისთვის 2019", საქართველომ გაიუმჯობესა პოზიცია და წინა წელთან შედარებით ორი ადგილით დაწინაურდა, შესაბამისად,  ქვეყანამ ევროპის 46 ქვეყანას შორის მე-18 ადგილიდან მე-16 პოზიციაზე გადაინაცვლა.

პრემიერ-მინისტრის განცხადებით, ევროპის პალატის ეს კვლევა ეფუძნება ბიზნესის მთლიანი კონტექსტის შეფასებას, რაც მოიცავს ბიზნესგარემოს, კანონმდებლობის, სამთავრობო პოლიტიკის, სოციალური გარემოსა და  იმ პირობების შეფასებას, რომლებიც ქვეყანაშია.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ირანულმა გემებმა აშშ-ის საზღვაო ბლოკადის ზონაში გადასვლა დაიწყეს
საქართველოს AI ნაკრები ცნობილია - ახალგაზრდა ტალანტები ქვეყანას საერთაშორისო ოლიმპიადაზე წარადგენენ
უკრაინამ კრასნოდარის მხარეში ბენზინგასამართი სადგურების მომარაგების საწყობი დაბომბა
კინოდაჯილდოება „ელისო“ 2026-ის გამარჯვებულები ცნობილია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics