22:42 - 29 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-02-13 14:21:23, 1417 ნახვა

სამართალი
პრემიერი - განსაკუთრებით გამკაცრდება სასჯელი მათთვის, ვინც ე.წ. ქუჩურ გარჩევებში არასრულწლოვნების ჩაბმას გაბედავს

„დღეს ჩვენ ვიხილავთ ახალ საკანონმდებლო პაკეტს, რომლის მიხედვითაც ე.წ. ქუჩის გარჩევები სისხლის სამართლის წესით დასჯადი გახდება“, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ მთავრობის სხდომის დაწყებამდე გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, კანონი განსაკუთრებით გამკაცრდება იმ პირთა მიმართ, ვინც ე.წ. ქუჩურ გარჩევებში არასრულწლოვნების ჩაბმას შეეცდება.

„ვაგრძელებთ კრიმინალთან და კრიმინალურ მენტალიტეტთან ბრძოლას, რომლის ერთ-ერთი სერიოზული გამოვლინება გახლავთ ე.წ. ქუჩური გარჩევები, მათი სიხშირე და ხშირ შემთხვევაში, მძიმე შედეგები, ჩვენი მხრიდან უფრო მკაცრი პოლიტიკის გატარებას მოითხოვს. შესაბამისად, დღეს ჩვენ ვიხილავთ ახალ საკანონმდებლო პაკეტს, რომლის მიხედვითაც ე.წ. ქუჩის გარჩევები გახდება სისხლის სამართლის წესით დასჯადი. ხაზგასმით მინდა აღვნიშნო, რომ განსაკუთრებით გამკაცრდება სასჯელი იმ პირთა მიმართ, ვინც არასრულწლოვნების ჩაბმას შეეცდება ასეთ დანაშაულებრივ ქმედებაში. მინდა კიდევ ერთხელ გავიმეორო, კანონი განსაკუთრებით გამკაცრდება იმ ადამიანების მიმართ, ვინც გაბედავს, რომ არასრულწლოვნები იყვნენ ჩართული ასეთ დანაშაულებრივ ქმედებაში. კრიმინალურ მენტალიტეტთან ბრძოლა კიდევ უფრო ეფექტიანი გახდება და ჩვენ შევძლებთ თავიდან ავიცილოთ ის მძიმე შედეგები, რომელიც ასეთ გარჩევებს უკავშირდება“, - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ოლიგარქის ვაჟს ცოტნე ივანიშვილს ოცნების ახალგაზრდული ორგანიზაცია აბარია და ამბობს რომ პოლიტიკაში ჩართვის ინტერესი არ აქვს
ელენე ხოშტარიას უახლოეს დღეებში დამატებითი კვლევების ჩატარების მიზნით, სამოქალაქო სექტორის კლინიკა „ვივამედში" გადაიყვანენ
ტოკაევმა კობახიძე ყაზახეთის რესპუბლიკის პირველი ხარისხის „მეგობრობის" საპატიო ორდენით დააჯილდოვა
ორბანის გადადგომის შემდეგ უნგრეთმა რუსეთის მოქალაქეებზე ვიზების გაცემა შეაჩერა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics