15:34 - 18 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-02-13 14:16:23, 889 ნახვა

საზოგადოება
მარნეულის მერი თემურ აბაზოვი საკრებულოს უფლებამოსილების მოხსნის თხოვნით მიმართავს

მარნეულის მერი თემურ აბაზოვი საკრებულოს გადადგომის თხოვნით მიმართავს.

როგორც აბაზოვმა აღნიშნა, მას სასამართლო პროცესის მსვლელობის პარალულურად არ სურს, მერის პოსტი ეკავოს. 

„მე ვრჩები პარტიაში, როგორც ვიყავი, უბრალოდ ამ პერიოდში ვფიქრობ, რომ არ იქნება მიზანშეწონილი ასეთი ბრალდებით, ასეთი ბინძური პროვოკაციის შემდეგ, გავაგრძელო იგივე თანამდებობაზე მუშაობა. ეს იყო კარგად დაგეგმილი პროვოკაცია, სადაც არანაირი სამხილი და ფაქტები არ არსებობს, რომ მე ვიღებდი მონაწილეობას და რამე გამეკეთებინოს. დღესაც კი არ არის იმის ფაქტი, რომ იქ რა სითხე იყო. დღესაც კი არ აქვს პროკურატურას პასუხი, რა სითხე იყოს ის სითხე“, - განაცხადა აბაზოვმა.

ცნობისთვის, უფლებამოსილების მოხსნის შესახებ საკრებულო რამდენიმე დღეში იმსჯელებს.

შეგახსენებთ, პროკურატურამ  2018 წლის 13 ივნისს დამამცირებელი და არაადამიანური მოპყრობის ფაქტზე მარნეულის მერი დააკავა. გასული წლის 13 დეკემბერს რუსთავის საქალაქო სასამართლომ მარნეულის ყოფილი მერი თემურ აბაზოვი პატიმრობიდან გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ბოკუჩავა: რა თქმა უნდა, ვრჩები ნაციონალურ მოძრაობაში, ვიბრძოლებ ბოლომდე!
გვარამიას თქმით, მოსამართლემ არ დააკმაყოფილა ხოშტარიას მდგომარეობის შესწავლის შუამდგომლობა
ზელენსკი: თუ უკრაინა იწვის, თქვენი მოსკოვიც დაიწვება - დადგა დრო, დასრულდეს ეს აგრესია
ხოშტარია: ჯერ მკურნალ ექიმთან არ ყოფილა შეხვედრა, მაგრამ დამპირდნენ, რომ იქნება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics