12:14 - 30 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-02-13 12:53:31, 1196 ნახვა

კომენტარი
ევროკავშირის ელჩი: კრიტერიუმები, რომელიც უნდა შემუშავდეს მოსამართლეთა არჩევის პროცესში უნდა იყოს სანდო

ევროკავშირი სასამართლოს გარშემო მიმდინარე პროცესებს ყურადღებით აკვირდება, - ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის ელჩმა კარლ ჰარცელმა განაცხადა. 

როგორც ჰარცელმა აღნიშნა, მოსამართლეების კრიტერიუმების შერჩევის პროცესი გამჭირვალე უნდა იყოს, რადგან არ დარჩეს რაიმე კითხვის ნიშნები.

ელჩი ეკა ბესელიას ინიციატივაც გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ მისთვის სრულიად გასაგებია, თუ რატომ დადგა დღის წესრიგში ეს საკითხი.

"ევროკავშირი სხვა ორგანიზაციებთან ერთად ყურადღებით ვაკვირდებით სასამართლო რეფორმას. მიგვაჩნია, რომ ის წესები და კრიტერიუმები, რომელიც უნდა შემუშავდეს მოსამართლეთა არჩევის პროცესში უნდა იყოს გამჭირვალე და სანდო. ეს აუცილებელია ქართული მართლმსაჯულებისთვის იმისათვის, რომ მართლმსაჯულების მიმართ არსებობდეს ნდობა არამხოლოდ საქართველოს მხრიდან, არამედ უცხოელი ინვესტორების მხრიდანაც. რაც შეეხება ეკა ბესელიას ინიციატივას, ჩემთვის გასაგებია რატომ წარადგინა მან ეს ინიციატივა. თუმცა მე არ ვარ უფლებამოსილი რომ ეს შევაფასო. ეს არის საკითხი, რომელიც უნდა შეფასდეს და გადაწყდეს ადგილობრივი კანონმდებლობისა და კონსტიტუციის შესაბამისად“, - განაცხადა კარლ ჰარცელმა.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
აშშ-ს სურს ჰორმუზის სრუტისთვის ახალი კოალიციის შექმნა - The Wall Street Journal
შსს-ს გენერალური ინსპექციის უფროსმა, დავით არჩვაძემ თანამდებობა დატოვა
ბოჭორიშვილი: მოსკოვის მექანიზმი პოლიტიკური მიზნებისთვის ამოქმედებული ინსტრუმენტია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics