|
2019-02-13 12:10:21, 1233 ნახვა
სამართალი
სასამართლომ ადევნებაში ბრალდებული დამნაშავედ ცნო
თბილისის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და ადევნების ჩადენაში ბრალდებული ჯ.ჯ. დამნაშავედ ცნო. როგორ „ექსპრესნიუსს“ პროკურატურიდან აცნობეს, სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 2018 წლის მაისში ჯ.ჯ. დაახლოებით ორი კვირის განმავლობაში, ს.თ.-ს მიმართ სისტემატიურად ახორციელებდა ადევნებას, დაჰყვებოდა მას და უკანონოდ უთვალთვალებდა. ასევე, მობილური ტელეფონის და სოციალური ქსელის მეშვეობით დაზარალებულთან მისთვის არასასურველ კომუნიკაციას ამყარებდა და მისი ოჯახის წევრის მიმართ ძალადობის გამოყენებით ემუქრებოდა. „სამართალდამცველებმა ჯ.ჯ. სასამართლოს განჩინების საფუძველზე 2018 წლის 27 მაისს ქ.თბილისში დააკავეს. თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონულმა პროკურატურამ მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1511 მუხლის 1-ლი ნაწილით (ადევნება, ე.ი. პირის მიმართ უკანონო თვალთვალი, ასევე პირთან არასასურველი კომუნიკაციის დამყარება ტელეფონის, ელექტრონული ან სხვა საშუალებით, რომელიც სისტემატურად ხორციელდება და იწვევს პირის ფსიქიკურ ტანჯვას, რაც პირს ცხოვრების წესის მნიშვნელოვნად შეცვლას აიძულებს) წარედგინა და აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა. თბილისის საქალაქო სასამართლომ ჯ.ჯ. დამნაშავედ ცნო წარდგენილ ბრალდებაში და სასჯელის სახედ და ზომად 1 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა“, - აღნიშნულია განცხადებაში.
პერმს ტუაფსეს მსგავსი ეკოლოგიური კატასტროფა ელის
ზურაბიშვილი რეჟიმის მიერ ვენახის გაშენების აკრძალვაზე - დავბრუნდით შაჰ-აბასისა თუ საბჭოთა დროს
რუსეთის მიერ უკრაინაში დადასტურებულმა დანაკარგებმა 216 000 ადამიანს გადააჭარბა.
კრემლის ჩინეთის გავლით ტექნოლოგიების იმპორტზე დამოკიდებულებამ 90%-ს მიაღწია.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
რუსეთმა ოდესაზე მასშტაბური დარტყმა განახორციელა
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)