03:03 - 07 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-02-13 11:39:46, 3396 ნახვა

სხვადასხვა
დღეს რადიოს მსოფლიო დღეა

რადიოს საერთაშორისო დღე ერთ-ერთი ყველაზე "ახალგაზრდა" დღესასწაულია, რომელიც პირველად 2012 წელს, იუნესკო-ს ინიციატივით აღნიშნეს.

თარიღი შემთხვევით არ აურჩევიათ - 1946 წლის 13 თებერვალი გაერო-ს რადიოს დებიუტის თარიღი იყო. ინტერნეტის აქტიური მოხმარების მიუხედავად, რადიო დღესაც არ კარგავს პოპულარობას.

აღსანიშნავია, რომ სწორედ ქართული რადიო იყო ევროპაში ერთ-ერთი პირველი.

რეგულარული  რადიოგადაცემები საქართველოში 1925 წლის 23 მაისს, ანუ ზუსტად 94 წლის წინ თბილისში დაიწყო. ინფორმაცია ნახევრად კუსტარული რადიოსატელეფონო სადგურით გადაიცემოდა, რომელიც აწყობილი იყო უცხოური რადიოსატელეგრაფო გადამცემის APS-78-ის ბაზაზე. ეს იყო ამიერკავკასიაში პირველი სამაუწყებლო გადამცემი, რომელიც დღეში 1-2 საათი მუშაობდა.

რადიოსადგურის პირველი დამმონტაჟებლები და თანამშრომლები იყვნენ: ს.თოფურია, დ.ხმიადაშვილი,  ი. ძაგნიძე, რ.ლიპარტელიანი, გ.ინჯია.

საქართველოში პირველი რადიოსტუდია მოეწყო რადიოგადამცემი სადგურის ტერიტორიაზე არსებულ შენობაში 12 კვ.მ.ფართობზე. რადიოგადაცემებში მონაწილეები ახალ ამბებს და სტატიებს უშუალოდ გაზეთებიდან კითხულობდნენ, რადიოპროგრამების მიღების შესახებ ტექნიკური სახის კონსულტაციებს ატარებდნენ. გადამცემი სადგურის მოქმედების ზონა 25-30 კმ.რადიუსი იყო.

ამჟამად, საქართველოს ტერიტორიაზე რადიომაუწყებლობას 40-ზე მეტი კომპანია ახორციელებს.  


 





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
აშშ საქართველოში დაკავებული რუსი ქალის ექსტრადიციას ითხოვს
სომხეთი ერევანს, თბილისსა და ბაღუმს შორის პირდაპირ სარკინიგზო მიმოსვლას იწყებს.
ჯანდაცვის სამინისტრო დიუშენის კუნთოვანი დისტროფიით დაავადებული პაციენტების მშობლებთან მუშაობას გააგრძელებს
ნავალნის ერთ-ერთმა თანამოაზრემ საქართველოს ციხეში რეკრუტირების მცდელობის შესახებ ისაუბრა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics