23:28 - 01 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-02-12 17:24:47, 1460 ნახვა

სამართალი
თოლორაია: არასრულწლოვანთა მიმართ ჩადენილ დანაშაულს ვებრძვით როგორც სხვა პირების მხრიდან, ისე სისტემის შიგნით

შინაგან საქმეთა სამინისტროს ადამიანის უფლებათა დაცვის დეპარტამენტის დირექტორის,  ლონდა თოლორაიას განცხადებით, უწყება ებრძვის არასრულწლოვანთა მიმართ ჩადენილ დანაშაულს როგორც სხვა პირების მხრიდან მხრიდან, ისე სისტემის შიგნით.

მისივე თქმით, 2018 წლის 11 თებერვალს შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალურმა ინსპექციამ დაიწყო მოკვლევა პოლიციის თანამშრომლების მხრიდან ქუჩაში მცხოვრებ არასრულწლოვნებზე შესაძლო ფიზიკური ძალადობის ფაქტზე.

აღნიშნულის პარალელურად, შინაგან საქმეთა სამინისტრომ მიმართა გენერალურ პროკურატურას გამოძიების დაწყებისა და დანაშაულის შესაძლო ფაქტზე სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყებასთან დაკავშირებით. გენერალურმა პროკურატურამ დაიწყო გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის მესამე ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით, რაც ძალადობის გამოყენებით სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებას გულისხმობს. გარდა ამისა, შესაბამისი პოლიციის დანაყოფის ხელმძღვანელი დაუყოვნებლივ გათავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან.

 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
პერმს ტუაფსეს მსგავსი ეკოლოგიური კატასტროფა ელის
ზურაბიშვილი რეჟიმის მიერ ვენახის გაშენების აკრძალვაზე - დავბრუნდით შაჰ-აბასისა თუ საბჭოთა დროს
რუსეთის მიერ უკრაინაში დადასტურებულმა დანაკარგებმა 216 000 ადამიანს გადააჭარბა.
კრემლის ჩინეთის გავლით ტექნოლოგიების იმპორტზე დამოკიდებულებამ 90%-ს მიაღწია.
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics