2015-06-18 10:39:52, 382 ნახვა
საზოგადოება
ვერეს ხეობაში სტიქიის შედეგების სალიკვიდაციო სამუშაოები გრძელდება
ვერეს ხეობაში სტიქიის შედეგების სალიკვიდაციო სამუშაოები მეხუთე დღეა გრძელდება.
გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს ინფორმაციით, გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის, ცენტრალური და რეგიონალური სამსახურები ეროვნულ სატყეო სააგენტოს თანამშრომლებთან ერთად, უწყვეტ რეჟიმში მუშაობენ და ტერიტორიას სტიქიის შედეგად ხეობაში შეტანილი ხის მერქნისგან წმენდენ.
უწყების ცნობით, სტიქიის ზონიდან გამოტანილი ხის მერქანი გარემოსა დაბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს ტერიტორიაზე განთავსდება. გაწმენდითი სამუშაოების დასრულების შემდეგ ხის მერქანი სოციალურად დაუცველ მოსახლეობას გადაეცემა.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან