14:31 - 18 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-02-11 12:12:40, 901 ნახვა

საზოგადოება
ომბუდსმენი - შესწავლილი 108 სკოლიდან 16-ში სასმელი წყალი საერთოდ არ არსებობს

სახალხო დამცველის ნინო ლომჯარიას ინფორმაციით, შესწავლილი 108 სკოლიდან 16-ში სასმელი წყალი საერთოდ არ არსებობს.

ამის შესახებ ომბუდსმენმა სპეციალურ ანგარიშზე „წყალსა და სანიტარიაზე უფლების ხელმისაწვდომობა საქართველოს საჯარო სკოლებში” საუბრისას განაცხადა.

როგორც ლომჯარიამ განმარტა, აღნიშნული მიმართულებით ძირითადი პრობლემები მაღალმთიან სოფლებშია.

„წყალზე ხელმისაწვდომობა არის ბავშვის მნიშვნელოვანი და ფუნდამენტური უფლება. 6 რეგიონში შევისწავლეთ 108 სკოლა, საიდანაც 16-ში საერთოდ არ არსებობს სასმელი წყალი. სკოლების დიდ უმრავლესობაში სასმელი წყლის ხარისხის კონტროლი არ ხდება. ხშირ შემთხვევაში ხელმისაწვდომი არაა სამეურნეო წყალი, რის გამოც, ბავშვები ვერ იღებენ სასმელი წყლის საჭირო რაოდენობას, რაც სწავლის განმავლობაში უნდა მიიღონ. ასევე მძიმე ვითარებაა სანიტარული თვალსაზრისით სკოლის საპირფარეშოებში. მათი დიდი უმრავლესობა არის განთავსებული ეზოში, ხშირ შემთხვევაში, არაა იზოლირებული კაბინები. გვხვდება ბიჭებისა და გოგონებისთვის საერთო საპირფარეშოები. აღნიშნული მდგომარეობა სერიოზულად აფერხებს ბავშვების განვითარებას, მათ დასწრებას”, - განაცხადა ლომჯარიამ. 





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
სააკაშვილი: ნანუკა ჟორჟოლიანი ჩემი თხოვნით უკვე ხვდება პარტიულ ორგანიზაციებს, თიკა ბოკუჩავაც რჩება პარტიაში
უკრაინის იერიშის გამო მოსკოვის ყველა აეროპორტმა მუშაობა შეწყვიტა
ტუსკი რუსი მხატვრის მკვლელობაზე: ეჭვმიტანილი დაკავებულია, ის საქართველოს პასპორტს იყენებს
სელფი Global Tech Weekend Tbilisi 2026-ის პარტნიორია!
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics