|
2019-02-09 12:03:43, 1688 ნახვა
სამართალი
გვრიტიშვილი - მოსამართლეთა უვადოდ გამწესების შეჩერების ინიციატორები „სააკაშვილის გადმონაშთებს“ გვიწოდებენ, არადა წარსულს თავად აბრუნებენ
„სააკაშვილის დროინდელ გადმონაშთებს“, „ანასხლეტებს“ გვიწოდებენ, რომლებიც წარსულს უნდა ჩაბარდნენ! არადა, ამ ინიციატივით სწორედ წარსულს აბრუნებენ, იმ „სააკაშვილის“ წარსულს, როცა უფლებამოსილების ვადა დამოკლეს მახვილივით ეკიდა მოსამართლის თავზე!“ - ასე გამოეხმაურა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მოსამართლე წევრი, დიმიტრი გვრიტიშვილი „ქართული ოცნების“ დეპუტატების იმ ინიციატივას, რომელიც მოსამართლეთა უვადოდ განმწესებაზე პროცესის შეჩერებას გულისხმობს. როგორც მან facebook-ის საკუთარ გვერდზე დაწერა, ეკა ბესელიას და მის თანამოაზრეებს არ სურთ საქართველოში დამოუკიდებელი მოსამართლეების არსებობა. „გარდა იმისა, რომ მოსამართლეთა უვადოდ დანიშვნების მორატორიუმის ინიციატივა ანტიკონსტიტუციური და დისკრიმინაციულია, პარადოქსულიცაა შემდეგი თვალსაზრისით: ინიციატორები თავს იწონებენ პროგრესულობით, „სამართლიანობის აღდგენის“ განზრახვით, ჩვენ ხომ „სააკაშვილის დროინდელ გადმონაშთებს“, „ანასხლეტებს“ გვიწოდებენ, რომლებიც წარსულს უნდა ჩაბარდნენ! არადა, ამ ინიციატივით სწორედ წარსულს აბრუნებენ, იმ „სააკაშვილის“ წარსულს, როცა უფლებამოსილების ვადა დამოკლეს მახვილივით ეკიდა მოსამართლის თავზე! მართლაც პროგრესული ყველა სუბიექტი ერთხმად აღიარებს, რომ მოსამართლის უვადოდ დანიშვნა მისი დამოუკიდებლობის ძირითადი წინაპირობაა! სწორედ ამიტომ მოიწონა ვენეციის კომისიამ საქართველოში 2017 წელს განხორციელებული საკონსტიტუციო რეფორმა, რომლის ძირითადი, ისტორიული მიღწევა ყველა დონის (მათ შორის - უზენაეს) სასამართლოში მოსამართლეთა უვადოდ დანიშვნის წესის შემოღებაა! ამიტომ, თვალთმაქცობს ის, ვინც ამტკიცებს, რომ წარსულის შემობრუნებით და განსაზღვრული ვადით მოსამართლეთა დანიშვნების აღდგენით მიიღწევა პროგრესი. აბსურდია! მიჩნდება განცდა, რომ მათ არ სურთ საქართველოში დამოუკიდებელი მოსამართლეების არსებობა! ურჩევნიათ ვადით მოწყვლადი მოსამართლეები, რომლებიც ანგარიშს გაუწევენ მავანთ, უფლებამოსილების ვადის გაგრძელებისათვის. დარწმუნებული ვარ, რომ ხელისუფლება, რომელმაც მანამდე არნახული, უპრეცენდენტო გარანტიები შექმნა სასამართლოს დამოუკიდებლობისათვის, არ დაუშვებს იმ წარსულის დაბრუნებას, რომელსაც თავად ამ ინიციატივის ავტორებიც კი მიიჩნევენ უარყოფითად და „გადმონაშთად“! - წერს გვრიტიშვილი.
პერმს ტუაფსეს მსგავსი ეკოლოგიური კატასტროფა ელის
ზურაბიშვილი რეჟიმის მიერ ვენახის გაშენების აკრძალვაზე - დავბრუნდით შაჰ-აბასისა თუ საბჭოთა დროს
რუსეთის მიერ უკრაინაში დადასტურებულმა დანაკარგებმა 216 000 ადამიანს გადააჭარბა.
კრემლის ჩინეთის გავლით ტექნოლოგიების იმპორტზე დამოკიდებულებამ 90%-ს მიაღწია.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
რუსეთმა ოდესაზე მასშტაბური დარტყმა განახორციელა
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)