|
2019-02-09 11:31:12, 1396 ნახვა
სამართალი
სერგო მეთოფიშვილი - მივმართავ ბესელიასა და მის თანამოაზრეებს შეწყიტონ თავდასხმა და მუქარა
იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მოსამართლე წევრი სერგო მეთოფიშვილი facebook-ის საკუთარ გვდრდზე უმრავლესობის წევრ, ეკა ბესელიას განცხადებას ეხმაურება. როგორც მეთოფიშვილი აღნიშნავს, დეპუტატს და მის თანამოაზრეებს სურთ დაიმორჩილონ სასამართლო სისტემა. ამასთან, მეთოფიშვილი მათ მიმართავს, რომ შეწყვიტო მუქარა და ისეთი ქმედება, რომელიც მისი თქმით, წარმოადგენს საერთაშორისო სტანდარტების დარღვევას. „დეპუტატ ეკა ბესელიას და მის თანამოაზრე კოლეგების მიერ მომზადებული საკანონმდებლო ინიციატივა, პირველი და მეორე ინსტანციის სასამართლოებში მოსამართლეთა უვადოდ განმწესების პროცესის შეჩერების თაობაზე, და საერთოდ ბესელიას და მისნაირი პოლიტიკოსების მიერ ბოლო პერიოდში გაკეთებული განცხადებები და ზოგადად მათი სასამართლო ხელისუფლებისადმი მიდგომა და დამოკიდებულება, გარდა იმისა, რომ ეწინააღმდეგება ჩვენი ქვეყნის კონსტიტუციას და გარდა იმისა, რომ არის დისკრიმინაციული და ანტისახელმწიფოებრივი, ასევე ეწინააღმდეგება საერთაშორისო სტანდარტებს და პრაქტიკას. საზოგადოებას მინდა მოვახსენო, რომ არსებობს ევროპის მოსამართლეთა საკონსულტაციო საბჭოს (CCJE) დასკვნა #1 (2001), სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობისა და მოსამართლეთა შეუცვლელობის სტანდარტების შესახებ. https://rm.coe.int/opinion-no-1-2001-of-the-cons…/1680748200 ამ დასკვნაში ყურადღებას გავამახვილებ შემდეგ, ჩემი აზრით მნიშვნელოვან ასპექტებზე: “10. მოსამართლეთა დამოუკიდებლობა კანონის უზენაესობის წინაპირობასა და სამართლიანი სასამართლოს არსებით საწინდარს წარმოადგენს. “14. სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობა ეროვნული სტანდარტებით რაც შეიძლება მაღალ დონეზე უნდა იყოს გარანტირებული. შესაბამისად, სახელმწიფოებმა სასამართლო ხელისუფლების დამოუკიდებლობის კონცეფცია კონსტიტუციით უნდა მოაწესრიგონ...” “19. ... დაუშვებელია მოსამართლეთა დანიშვნა ან დაწინაურება ვიწრო პარტიულ პოლიტიკურ შეხედულებებს ემყარებოდეს. თუ არსებობს დანიშვნა-დაწინაურების ვიწრო პარტიული პოლიტიკური შეხედულებების საფუძველზე განხორციელების რისკი, ან ასეთი ალბათობა, ასეთი მეთოდი უფრო სახიფათოა, ვიდრე ეფექტური.” მოსამართლეთა დიდი ქარტიის “მოსამართლეთა დამოუკიდებლობის გარანტიების შესახებ” თავის მე-5 პუნქტში ნათქვამია: “გადაწყვეტილებები შერჩევის, წარდგენის და კარიერის შესახებ უნდა ემყარებოდეს ობიექტურ კრიტერიუმებს და მიღებულ იქნეს დამოუკიდებლობის უზრუნველყოფაზე პასუხისმგებელი ორგანოს მიერ.” ევროპის საბჭოს ისეთი ინსტრუმენტი, როგორიც არის მოსამართლეთა წესდების ეროვნული ქარტია ითვალისწინებს შემდეგს: “45. ისეთ სამართლებრივ სისტემებშიც კი, სადაც დაცულია მაღალი სტანდარტები ტრადიციების ან არაფორმალური თვითდისციპლინის შედეგად, და რომლებიც, როგორც წესი, მასობრივი ინფორმაციის საშუალებების კონტროლს ექვემდებარება, უკანასკნელი წლების განმავლობაში სულ უფრო მეტად ხდება უფრო ობიექტური და ფორმალური გარანტიების საჭიროების აღიარება. სხვა სახელმწიფოებში, განსაკუთრებით ყოფილ სოციალისტურ ქვეყნებში, ასეთი გარანტიების აუცილებლობა უაღრესად აქტუალურია. ავროპის მოსამართლეთა საკოსულტაციო საბჭოს მიაჩნია, რომ ევროპული ქარტია, რომელიც ითვალისწინებს დამოუკიდებელი ორგანოს (საქართველოს შემთხვევაში ეს არის იუსტიციის უმაღლესი საბჭო!) ჩარევას, რომელშიც მოსამართლეების მიერ დემოკრატიული პრინციპით არჩეული კოლეგები ფართოდ არიან წარმოდგენილნი, შეესაბამება ევროპის მოსამართლეთა საკონსულტაციო საბჭოს მიერ მოწონებულ მიდგომას. ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია იმ ქვეყნებისათვის, სადაც არ არსებობს სხვაგვარი, დიდი ხნის წინ დამკვიდრებული და დემოკრატიული გზით გამოცდილი სისტემები” “48. ევროპის ქვეყნებში, საზოგადოდ, მოსამართლეების თანამდებობაზე დანიშვნა ხდება ოფიციალური საპენსიო ასაკის მიღწევამდე ვადით. (ანუ როგორც ეს საქართველოშიც ხდება!) ასეთი მიდგომა ყველაზე ნაკლებ პრობლემას ქმნის დამოუკიდებლობის თვალსაზრისით.” “60.(ა) მოსამართლეთა შეუცვლელობა მათი დამოუკიდებლობის კონკრეტული შემადგენელი ნაწილი უნდა იყოს და უნდა იქნას უზრუნველყოფილი შიდა ნორმებში, უმაღლეს დონეზე.” ყველაზე საინტერესოა, რომ დეპუტატ ეკა ბესელიას და მის თანამოაზრე კოლეგების მიერ მომზადებულ საკანონმდებლო ინიციატივის განმარტებით ბარათში ნახსენენია - ევროპული კომისიის სამართლის მეშვეობით დემოკრატიის დასაცავად, ანუ ე.წ. ვენეციის კომისიის 2017 წლის 19 ივნისის N876/2017 დასკვნა. (https://gdi.ge/uploads/other/0/620.pdf) ყოველივე ზემოთ აღნიშნულიდან გამომდინარე, უფრო მარტივი ენით, რომ ვთქვათ, ნახსენები საერთაშორისო დოკუმენტები გვაძლევენ შემდეგ რეკომენდაციებს: 1. მოსამართლეთა დამოუკიდებლობა ემსახურება საზოგადოებას, ანუ ხალხს! და არა მოსამართლეებს, დეპუტატებს, მთავრობას ან პოლიტიკურ პარტიებს! ისმის კითხვა - თუ დეპუტატების ამ ჯგუფმა არ იციან საერთაშორისო და ევროპული პრაქტიკა სასამართლო სისტემის შესახებ, არ იციან საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ ამ თემაზე შემუშავებული რეკომენდაციები და დასკვნები, მაშინ საერთოდ რატომ ეხებიან სასამართლოს სისტემას??? ხოლო, თუ იციან საერთაშორისო და ევროპული სტანდარტები და პრაქტიკა, მაშინ რატომ უვლიან გვერდს ამ სტანდარტებს??? რატომ არიან ისინი პროგრესის წინააღმდეგ??? კარგი იქნება თუ გვიპასუხებენ ამ კითხვებზე. თუმცა, თუ არ გვიპასუხეს, იმედი მაქვს, რომ მოვა ის დრო, როდესაც საზოგადოება მიხვდება და დარწმუნდება თუ რატომ აკეთებენ ამას! პირადად ჩემთვის კი პასუხი ნათელია - ისინი ცდილობენ სასამართლოზე გავლენების მოპოვებას, ცდილობენ დაიმორჩილონ სასამართლო სისტემა! კიდევ ერთხელ მინდა მივმართო დეპუტატ ეკა ბესელიას და მის თანამოაზრე კოლეგებს, რომლებმაც მომზადეს საკანონმდებლო ინიციატივა, პირველი და მეორე ინსტანციის სასამართლოებში მოსამართლეთა უვადოდ განმწესების პროცესის შეჩერების თაობაზე: ცნობისთვის, ეკა ბესელიამ მოამზადა ინიციატივა, რომელმაც მისი თქმით იუსტიციის საბჭოს ზოგიერთი წევრი გაანერვიულა.
პერმს ტუაფსეს მსგავსი ეკოლოგიური კატასტროფა ელის
ზურაბიშვილი რეჟიმის მიერ ვენახის გაშენების აკრძალვაზე - დავბრუნდით შაჰ-აბასისა თუ საბჭოთა დროს
რუსეთის მიერ უკრაინაში დადასტურებულმა დანაკარგებმა 216 000 ადამიანს გადააჭარბა.
კრემლის ჩინეთის გავლით ტექნოლოგიების იმპორტზე დამოკიდებულებამ 90%-ს მიაღწია.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
რუსეთმა ოდესაზე მასშტაბური დარტყმა განახორციელა
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)