09:53 - 01 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-02-08 19:39:54, 2771 ნახვა

ეკონომიკა
ეკონომიკის სამინისტროში ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის საკითხზე შეხვედრა გაიმართა

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი გიორგი ქობულია ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის პროექტის განხორციელების საკითხზე საფინანსო ინსტიტუტების (EBRD, AIIB, ADB, OPIC) და ანაკლიის განვითარების კონსორციუმის წარმომადგენლებს შეხვდა.

შეხვედრას ასევე დაესწრნენ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილეები ეკატერინე მიქაბაძე და აკაკი საღირაშვილი და რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე გრიგოლ კაცია.

შეხვედრაზე აღინიშნა, რომ ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტი ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი სტრატეგიული პროექტია, რომლის წარმატებით რეალიზაცია ხელს შეუწყობს საქართველოს წარმოჩენას რეგიონში სატრანსპორტო - ლოგისტიკურ ჰაბად. შეხვედრისას განხილული იქნა პორტის მშენებლობისთვის საჭირო დაფინანსების მოდელი.

 

 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
რუსეთში Starlink-ის ტერმინალების იმპორტი აიკრძალა
უკრაინის პროტესტის შემდეგ, ისრაელმა რუსეთიდან მოპარული მარცვლეულის მიღებაზე უარი თქვა
რუსეთში ნავთობის გადამუშავება 17 წლიან მინიმუმამდე დაეცა
ყველაფერი პოლიციის შესახებ: გდდ-ის ხელმძღვანელმა რომან ქარცივაძემ თანამდებობა დატოვა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics