|
2019-02-08 15:13:16, 970 ნახვა
საზოგადოება
ჟორჟოლიანი - ავტონომია უნივერსიტეტს სჭირდება იმისთვის, რომ იქ არ იყოს იდეოლოგიური შეზღუდვები
ფრაქცია „ქართული ოცნება - სოციალ-დემოკრატების" თავმჯდომარემ, გია ჟორჟოლიანმა პლენარულ სხდომაზე გამოსვლისას განაცხადა, რომ უნივერსიტეტს ავტონომია სჭირდება, მაგრამ კომპეტენციის გარეშე ავტონომიურობამ შეიძლება მხოლოდ ზიანი მოიტანოს. „ავტონომია უნივერსიტეტს სჭირდება იმისთვის, რომ იქ არ იყოს იდეოლოგიური შეზღუდვები და არ იყოს პოლიტიკური პრეფერენციებით შეზღუდვები. თუ ჩვენ დარწმუნებულები არ ვართ, რომ იქ მაღალი ხარისხის და მართლაც ავტონომიურად მოაზროვნე პროფესორები არიან და იქ არის პროფესურა, რომლებიც პოლიტიკურად, იდეოლოგიურად და ასე შემდეგ ანგაჟირებულია, ორგანიზაციული ავტონომიის მეშვეობით ჩვენ ვამყარებთ სტაგნაციას, რაც ხელს უშლის რეალურად აზროვნების ავტონომიურობის დამკვიდრებას. როდესაც ჩვენ ვლაპარაკობთ დეცენტრალიზაციაზე, რა კომპეტენციები აქვთ იმ ჯგუფებს, ადამიანებს და ინსტიტუტებს, რომლებსაც ჩვენ მოვუწოდებთ, რომ გინდა თუ არა თქვენს თავზე აიღეთ რაღაც. ჯერ მხარი დავუჭიროთ, ჯერ კომპეტენცია შევძინოთ. რა თქმა უნდა, ავტონომია კარგია, მაგრამ კომპეტენციის გარეშე შეიძლება მხოლოდ და მხოლოდ ზიანი მოიტანოს," - განაცხადა გია ჟორჟოლიანმა. ფრაქცია „ქართული ოცნება - სოციალ-დემოკრატების" თავმჯდომარე თავის გამოსვლაში გუშინ განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის სხდომაზე ზუგდიდის მეექვსე სკოლის შემთხვევასთან დაკავშირებით გამართულ მოსმენას გამოეხმაურა. „ჩვენ, ყველამ ძალიან დიდი მწუხარება გამოვთქვამთ ზუგდიდის მეექვსე სკოლის დირექტორის, ქალბატონ ია კერზაიას გარდაცვალების გამო, თანადგომას ვუცხადებთ და ვიზიარებთ მწუხარებას ამ ოჯახისას, მაგრამ მე მინდა, ასევე მწუხარება გამოვთქვა იმის თაობაზე, რომ ჩემი მოსაზრებით, ამ ტრაგიკული ფაქტის გამოყენება ხდება აბსოლუტურად პოლიტიკური სპეკულაციისათვის და მიმაჩნია, რომ ეს არის ძალიან დიდი ამორალურობა. ამიტომ, ბატონო მინისტრო ვფიქრობ, რომ თქვენი არგუმენტაცია საკმაოდ დამაჯერებელი იყო“, - განაცხადა გია ჟორჟოლიანმა. მისი მოსაზრებით, რადიკალური და მყისიერი ცვლილებები როგორც სკოლის შეფასების სისტემასთან, ასევე მისაღებ გამოცდებთან დაკავშირებით, ძალიან სერიოზულ განსჯას საჭიროებს და დღეისათვის, შეიძლება ეს მხოლოდ ზიანის მომატანი იყოს. ფრაქციის თავმჯდომარის განცხადებით, დადებითად შეიძლება შეფასდეს ის ფაქტი, რომ დღეს უკვე, აღნიშნული საკითხის განხილვაში საზოგადოება ჩაერთო.
სააკაშვილი: ნანუკა ჟორჟოლიანი ჩემი თხოვნით უკვე ხვდება პარტიულ ორგანიზაციებს, თიკა ბოკუჩავაც რჩება პარტიაში
უკრაინის იერიშის გამო მოსკოვის ყველა აეროპორტმა მუშაობა შეწყვიტა
ტუსკი რუსი მხატვრის მკვლელობაზე: ეჭვმიტანილი დაკავებულია, ის საქართველოს პასპორტს იყენებს
სელფი Global Tech Weekend Tbilisi 2026-ის პარტნიორია!
|
რედაქტორის რჩევით
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
ომი უკრაინაში
ტრამპმა შეაქო უკრაინის შეიარაღებული ძალების სამხედრო ტექნიკა და თქვა, რომ ისინი „საკმაოდ კარგად უძლებენ“
კიევში მასშტაბური თავდასხმა: ოთხი ადამიანი დაიღუპა, 25 კი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)