2015-06-17 18:49:58, 1585 ნახვა
საზოგადოება
მოქალაქეებისთვის ტეტანუსის აცრა იმუნიზაციის ცენტრში უფასოა
„მოქალაქეებისთვის ტეტანუსის აცრა ჯანდაცვის საყოველთაო პროგრამის ფარგლებში უფასოდ ჩაუტარდებათ“,-ამის შესახებ „ექსპრესნიუსს“ შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს პრესსამსახურიდან აცნობეს.
მათივე ცნობით, მოქალაქეებს ტეტანუსის აცრა 24 საათიან რეჟიმში უფასოდ შეუძლიათ მიიღონ პრევენციული მედიცინისა და იმუნიზაციის ცენტრში, ტაშკენტის ქუჩის 10#-ში.
ამასთან, ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, მოხალისეებს, რომლებსაც სტიქიის ადგილზე მუშაობის შედეგად ნაკაწრი ან ჭრილობა აქვთ მიღებული სამუშაო ადგილზე რჩევებს და რეკომენდაციებს დაავადებათა კონტროლის ცენტრის წევრებისგან მიიღებენ.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან