14:41 - 27 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-02-07 10:21:47, 1288 ნახვა

კომენტარი
გოცირიძე: მოსამართლეთა კლანს ზურგს ბიძინა ივანიშვილი უმაგრებს

მოსამართლეთა კლანს ზურგს უმაგრებს ბიძინა ივანიშვილი, - ამის შესახებ ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარემ რომან გოცირიძემ Facebook-ის საკუთარ გვერდზე დაწერა.

დეპუტატის თქმით, პარტიის წევრებმა, რომლებიც მოსამართლეების საკითხზე საკუთარი პოზიცია დააფიქსირეს ხმა უნდა აიმაღლონ და სიმართლე თქვან.

"ეს არ არის ე.წ. ”მურუსიძე-ჩინჩალაძის” კლანი, ესაა ივანიშვილის კლანი სასამართლო სისტემაში. ივანიშვილის  გარეშე არა თუ სამუდამო თანამდებობებზე მოჯდომის პრეტენზია ექნებოდათ ამ პირებს, არამედ იმის დარდებში იქნებოდნენ, არ მოხვედრილიყვნენ განსასჯელის სკამზე.  მათი ყოველი გამოჩენა ეკრანზე არის შეგულიანებულ და დაიმედებულ ყეყეჩთა თვითლუსტრაცია. რაც შეიძლება ხშირად უნდა ვაჩვენოთ ისინი ხალხს. 
აშკარაა, რომ ივანიშვილი ამათ არ დათმობს. ზოგს წინ წაწევს, ზოგს ჩრდილში დატოვებს, ზოგს მეორე ეშელონიდან გადმოანაცვლებს  წინა რიგებში. სანამ ოცნებიდან გასაშვებად გამზადებული ე. წ. ამბოხებულები არ იტყვიან სიმართლეს და სწორად არ დასვამენ აქცენტებს, მათი ქმედებები არა თუ ხელს შეუწყობს სასამართლო სისტემის გაჯანსაღებას, არამედ მოემსახურება კლანური სისტემის შენარჩუნებას",- წერს გოცირიძე.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ყირიმში მასშტაბური ტყის ხანძარი გაჩნდა
სიკორსკიმ გააკრიტიკა პოლონეთის რეაქცია „თეთრი არწივის ორდენის“ სკანდალზე
გახარია - ქვეყანაში ოპოზიციაში ყოფნა დღეს ფიზიკური უსაფრთხოების რისკს უკავშირდება
დააკავეს კაცი, რომელმაც მიუსაფარი ძაღლი დაჭრა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics