|
2019-02-06 18:27:56, 1560 ნახვა
სამართალი
სარალიძე - დამრჩა შთაბეჭდილება, რომ შალვა თადუმაძეს საქმის პროკურორები არასწორ ინფორმაციებს აწვდიან
„დამრჩა შთაბეჭდილება, რომ ის პროკურორები, რომლებიც ჩემი შვილის საქმეს წარმართავენ, შალვა თადუმაძეს სწორ ინფორმაციას არ აწვდიან“, - ამის შესახებ ხორავას ქუჩაზე მოკლული დავით სარალიძის მამამ, ზაზა სარალიძემ გენერალური პროკურატურიდან გამოსვლის შემდეგ განაცხადა. მისი თქმით, სამშაბათს შედგება შეხვედრა ყველა იმ პროკურორთან, რომელიც მისი შვილის საქმეს და მის წინააღმდეგ აღძრულ საქმეებს იძიებს. „დამრჩა შთაბეჭდილება, რომ ის პროკურორები, რომელი პროკუპრორებიც წარმართავენ ჩემი შვილის საქმეს, ან ჩემს საქმეს არ აწვდიან სწორ ინფორმაციას მთავარი პროკურორს, ეს ხდება სწორედ იმ პროკურორებისგან, ვინც თავიდან იყო ჩართული ამ საქმის გაყალბებაში. ამიტომ მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ სამშაბათს შევხვდებით ისევ, კონკრეტულად იმ პროკურორებთან ერთად ვინც წარმართავს ნებისმიერ ამ საქმეს. თადუმაძემ მითხრა, რომ იმ დეტალებს რაზეც მე პრეტენზია მქონდა შეისწავლის თავად და შემდეგ მასთან ერთად მე დავუსვამ კითხვებს პროკურორებს“, - აცხადებს ზაზა სარალიძე.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
რუსეთმა ოდესაზე მასშტაბური დარტყმა განახორციელა
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)