18:13 - 21 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-02-06 11:07:20, 493 ნახვა

რეგიონი
აჭარაში მცხოვრებ სოციალურად დაუცველ მრავალშვილიან ოჯახებს ჰუმანიტარული დახმარება გადაეცათ

აჭარაში მცხოვრებ სოციალურად დაუცველ და მრავალშვილიან ოჯახებს, საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოების თანადგომით, ჰუმანიტარულ დახმარება გადაეცათ.

ამ მიზნით საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოების პრეზიდენტი ნათია ლოლაძე და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ზაალ მიქელაძე ოთხ ოჯახს ეწვივნენ.

მისიის ფარგლებში ჰუმანიტარული ამანათი უკვე გადაეცა ხულოსა და შუახევის მოსახლეობას, პროცესი ეტაპობრივად გრძელდება სხვა მუნიციპალიტეტებში.

აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, ამანათები მოიცავს 106 ათასი ლარის ღირებულების ტანსაცმელს, ფეხსაცმელს და აქსესუარებს როგორც ზრდასრული ადამიანებისთვის, ასევე ბავშვებითვის. საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოებამ ჰუმანიტარული ტვირთი უსასყიდლოდ კომპანია „ელსივაიკიკი გე“-გან მიიღო.

„ჩვენს ქვეყანაში, წითელი ჯვარი თავის საქმიანობას, როგორც საერთაშორისო, ასევე ადგილობრივი პარტნიორების მხარდაჭერით, საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოება არის მსოფლიოს უდიდესი ჰუმანიტარული ქსელის - წითელი ჯვრისა და წითელი ნახევარმთვარის საერთაშორისო მოძრაობის წევრი, რომელსაც უმნიშვნელოვანესი მისია აკისრია, კერძოდ, ეხმარება უმწეო ადამიანებს საგანგებო სიტუაციებითა და სოციალურ-ეკონომიკური კრიზისით გამოწვეული შედეგების დაძლევაში მათი სიცოცხლისა და ღირსების დაცვით და ორიენტირებულია ადამიანთა ტანჯვის შემსუბუქებაზე. საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოება ჩვენს ქვეყანაში თავის საქმიანობებს როგორც საერთაშორისო, ასევე ადგილობრივი პარტნიორების მხარდაჭერით, 1918 წლიდან ახორციელებს“, - აცხადებენ აჭარის ჯანდაცვის სამინისტროში.

 

 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
სუს-ის უფროსის პოსტზე მამუკა მდინარაძეს გელა გელაძე შეცვლის, შს მინისტრი სულხან თამაზაშვილი იქნება
კობახიძე: ქვეყანა სწორედ 2012 წლიდან დაადგა შეუქცევადი განვითარების გზას და იქცა სახელმწიფოდ, რომლის ამოსავალი წერტილი ადამიანია,
ფაშინიანი ხელახლა არჩევის შემთხვევაში სომხეთის სამოციქულო ეკლესიის დაბეგვრას გეგმავს
EBRD-ის, ADB-ისა და საქართველოს ბანკის თანამშრომლობით, რეგიონული კონფერენცია „Digital Trade for Growth in the Middle Corridor : Foundations, Finance and Adoption“ გაიმართა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics