|
2019-02-06 11:03:40, 1294 ნახვა
სამართალი
მეზვრიშვილი: არასრულწლოვნების ციხეში გაშვება ძალიან მარტივია, მაგრამ ამის გაკეთება უკან გადადგმული ნაბიჯი იქნება
შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ნათია მეზვრიშვილმა 2018 წლის რეგისტრირებული დანაშაულის სტატისტიკაზე საუბრისას, არასრულწლოვნების მიერ ჩადენილ დანაშაულებს გაუსვა ხაზი. "ძალიან მნიშვნელოვანია არასრულწლოვნების თემა და ქურდობების გაზრდილი მაჩვენებელი. რეალურად ქურდობა ეს არის ისეთი კატეგორიის დანაშაული, რომლის აღრიცხვიანობაც 2018 წელს გავაუმჯობესეთ, მაგრამ ნუ ხდება ეს ყოველდღიურად, ადამიანები ამას გრძნობენ, მოვიტყუებით ამაზე რომ არ ვისაუბროთ. ამასაც ხომ თავისი მიზეზები აქვს, მათ შორის სოციალური ფონი. პრევენციაზე ვმუშაობთ. კამერების რაოდენობა გავზარდეთ მთელი საქართველოს მასშტაბით, 2019-ში 2018 წელთან შედარებით ფაქტიურად გაორმაგება იგეგმება", - განაცხადა ნათია მეზვრიშვილმა. შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის განცხადებით, ქურდობების მნიშვნელოვანი ნაწილი არასრულწლოვნების მიერ არის ჩადენილი. "ესენი არიან 14 დან 18 წლამდე ასაკის პირები და 14 წლამდე პირები. მე ძალიან ხშირად მესმის მოთხოვნა, რომ ჩვენ ამ მიმართულებით კანონი გავამკაცროთ. მინდა ცალსახად ვთქვა, ამ მიმართულებით კანონის გამკაცრება, არასრულწლოვნების გაშვება ციხეში ძალიან მარტივია. ამის გაკეთება შეიძლება 1 დღეში. მაგრამ ჩვენ თუ ამას გავაკეთებთ, ეს იქნება ნაბიჯი გადადგმული უკან. მე არ მგონია რომ საზოგადოებას სურდეს, საკუთრების წინააღმდეგ მიმართული დანაშაულებისთვის, ქურდობებისთვის - და ესეთი დანაშაულები ჭარბობს, არასრულწლოვნების ციხეში გამოკეტვა. აქ ჩვენ სხვა პრობლემებთან გვაქვს საქმე, ეს საჭიროებს კომპლექსურ მიდგომას, განათლების, სოციალური მიმართულებით მუშაობას, ანუ ყველა უწყების, მთავრობის კოორდინირებულ მუშაობას და ძალიან მნიშვნელოვანია რომ კონკრეტული მიმართულებებით ნაბიჯები გადაიდგას. კანონი უნდა შეიცვალოს და გამკაცრდეს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ყველა სხვა რესურსი ამ მიმართულებით იქნება ამოწურული. სხვანაირად ჩვენ უბრალოდ ნაბიჯს გადავდგამთ უკან", - განაცხადა ნათია მეზვრიშვილმა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
რუსეთმა ოდესაზე მასშტაბური დარტყმა განახორციელა
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)