|
2019-02-04 17:30:21, 1528 ნახვა
სამართალი
პოლიციამ ქარელში ქურდობის ფაქტი აღკვეთა - დაკავებულია 2 პირი
შინაგან საქმეთა სამინისტროს შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის ქარელის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, ქურდობის მცდელობის ბრალდებით, 2 პირი - 1998 წელს დაბადებული მ.ხ. და 1994 წელს დაბადებული ა.ა. დააკავეს. უწყების ცნობით, მათ მიერ ჩადენილი დანაშაული 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. „გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულები ქარელში, სარკინიგზო მაგისტრალზე, შემდგომი რეალიზაციის მიზნით, ფარულად დაეუფლნენ რელსის დასამაგრებელ 23 საკლემე ჭანჭიკს და შემთხვევის ადგილიდან მიმალვას ცდილობდნენ, რა დროსაც ისინი პოლიციამ დააკავა. სამართალდამცველებმა მოპარული ჭანჭიკები შემთხვევის ადგილიდან ნივთმტკიცებად ამოიღეს. ორივე დაკავებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებს. ბრალდებულებმა, ასევე, აღიარეს, რომ მიმდინარე წლის იანვრის თვეში იმავე მაგისტრალზე ფარულად დაეუფლნენ 48 საკლემე ჭანჭიკს, რომლებიც პოლიციამ, მ.ხ.-ს საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას, ნივთმტკიცებად ამოიღო. გამოძიება წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ ჩადენილ ქურდობის მცდელობის ფაქტზე, საქართველოს სსკ-ს 19-177-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს“, - ნათქვამია შსს-ს განცხადებაში.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
რუსეთმა ოდესაზე მასშტაბური დარტყმა განახორციელა
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)