16:10 - 27 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-02-04 14:23:47, 1217 ნახვა

კომენტარი
კობახიძე - მოსამართლეების არჩევა იქნება ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პოლიტიკური საკითხი, რომელსაც საგაზაფხულო სესიაზე განვიხილავთ

„უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების არჩევა იქნება ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პოლიტიკური საკითხი, რომელსაც პარლამენტი საგაზაფხულო სესიის განმავლობაში განიხილავს. ასევე, გაგრძელდება მუშაობა კანონმდებლობის დახვეწაზე - გამოყოფილი ოთხი სხვადასხვა მიმართულება",- ამის შესახებ ირაკლი კობახიძემ პარლამენტის საგაზაფხულო სესიის შესახებ საუბრისას განაცხადა.

პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, არის რამდენიმე საკვანძო საკითხი, რომელსაც  სესიის განმავლობაში განიხილავენ, მათ შორის, გრძელდება მუშაობა სასამართლო რეფორმაზე, საარჩევნო კანონმდებლობისა და პოლიტიკური პარტიების მარეგულირებელი კანონმდებლობის დახვეწაზე.

„ჩვენ გვექნება სამუშაო სხვადასხვა მიმართულებით. არის რამდენიმე საკვანძო საკითხი, რომელიც უნდა განვიხილოთ ამ სესიის განმავლობაში. მათ შორის, როგორც მოგეხსენებათ, გრძელდება მუშაობა სასამართლო რეფორმაზე. უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების არჩევა იქნება ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პოლიტიკური საკითხი, რომელსაც პარლამენტი ამ სესიის განმავლობაში განიხილავს. ასევე, გაგრძელდება მუშაობა კანონმდებლობის დახვეწაზე, როგორც იცით, არის გამოყოფილი ოთხი სხვადასხვა მიმართულება, სადაც არის შესამუშავებელი კანონპროექტები და მისაღებია შესაბამისი კანონები. ასევე, გვექნება, რა თქმა უნდა, სამუშაო პროცესი, დაკავშირებული საარჩევნო კანონმდებლობის და პოლიტიკური პარტიების მარეგულირებელი კანონმდებლობის დახვეწასთან და ამასთან დაკავშირებით ვიმუშავებთ ძალიან აქტიურად ეუთოსთან, ODIHR-თან. ჩვენ გვაქვს შეთანხმება, არჩევნების შემდეგ გვქონდა კონსულტაციები მათთან და მათთან კონსულტაციების საფუძველზე შემუშავდება კანონპროექტები",- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ირანი აშშ-ს დაბომბვის შემდეგ ბაჰრეინს დაესხა თავს
ტეხასის შტატში სკოლებში ბიბლიის სავალდებულო შესწავლა დამტკიცდა, გადაწყვეტილებას აშშ-ს საკონსტიტუციო სასამართლოში გაასაჩივრებენ
ყირიმში მასშტაბური ტყის ხანძარი გაჩნდა
სიკორსკიმ გააკრიტიკა პოლონეთის რეაქცია „თეთრი არწივის ორდენის“ სკანდალზე
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics