|
2019-02-04 10:41:16, 1515 ნახვა
სამართალი
პირი, რომელსაც გამოძიება Youtube-ზე ფარული ჩანაწერის ატვირთვას ედავება, საქალაქო სასამართლოს უჩივის
პირმა, რომელსაც გამოძიება Youtube-ზე პირადი ცხოვრების ამსახველი ფარული ჩანაწერების ატვირთვას ედავება, სააპელაციო სასამართლოში სარჩელი შეიტანა. დაკავებულის ადვოკატმა პირველ ინსტანციის სასამართლოს წინააღმდეგ სარჩელი უკვე შეიტანა. როგორც ადვოკატმა მუხრან ღურწკაიამ განაცხადა, სასამართლოს გადაწყვეტილება პატიმრობის შეფარდებასთან დაკავშირებით დაუსაბუთებელია. „მიგვაჩნია, რომ განჩინება არის დაუსაბუთებელი და სწორედ ამას ვასაჩივრებთ. დაველოდებით სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას. არანაირი საფრთხე მოწმეებზე ზეწოლის, ახალი დანაშაულის ჩადენის ან მიმალვის არ არსებობდა, ჩვენთვის გაუგებარია, რატომ მიიღო მოსამართლემ ეს გადაწყვეტილება, მით უმეტეს, რომ შვიდი ბრალდებულიდან 6 გაათავისუფლა გირაოთი, იგივე ბრალდებით, იგივე მტკიცებულებები იყო საქმეში და ჩვენ ვთვლით, რომ მის მიმართ შერჩევითი სამართალი განხორციელდა", - განაცხადა ღურწკაიამ.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
რუსეთმა ოდესაზე მასშტაბური დარტყმა განახორციელა
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)