|
2019-02-03 13:49:08, 1682 ნახვა
სამართალი
პოლიციამ ახალდაბასა და ბაკურიანში მომხდარი ქურდობის ფაქტები გახსნა - დაკავებულია 1 პირი
შინაგან საქმეთა სამინისტროს სამცხე-ჯავახეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა წარსულში მრავალჯერ ნასამართლევი გ.ჩ. ახალდაბასა და ბაკურიანში ჩადენილი ავტომობილის და აგარაკის გაქურდვის ბრალდებით დააკავეს. დანაშაული 4-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. სამართალდამცველების მიერ ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად დადგინდა, რომ 1994 წელს დაბადებულმა გ.ჩ.-მ ახალდაბაში, ერთ-ერთი მოქალაქის კუთვნილ ავტოფარეხში მდგარი ავტომობილი გაქურდა. პოლიციამ ბრალდებული ცხელ კვალზე დააკავა. სამართალდამცველებმა, გ.ჩ.-ს პირადი ჩხრეკისას, ავტომანქანის მოპარული ნაწილები ნივთმტკიცებად ამოიღეს. გამოძიებით, ასევე, დადგინდა, რომ ახალდაბაში ჩადენილ ქურდობამდე, ბრალდებულმა დაბა ბაკურიანში ერთ-ერთი მოქალაქის სააგარაკე სახლში უკანონოდ შეაღწია და სხვადასხვა ნივთი მოიპარა. პოლიციამ ნაქურდალ ნივთებს ხაშურში მიაკვლია და ნივთმტკიცების სახით ამოიღო. დაკავებული ჩადენილ დანაშაულებს აღიარებს. გამოძიება ბინაში უკანონო შეღწევით და სატრანსპორტო საშუალების წინააღმდეგ ჩადენილ ქურდობის ფაქტებზე, სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ და „დ“ ქვეპუნქტებით მიმდინარეობს.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
რუსეთმა ოდესაზე მასშტაბური დარტყმა განახორციელა
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)