|
2019-02-03 13:20:08, 1352 ნახვა
საზოგადოება
იუსტიციის სამინისტრო - რუსთავი2-ის სიუჟეტმა დააზიანა ერაყში მყოფი არასრულწლოვნების და მათი დედის ინტერესი
საქართველოს იუსტიციის სამინისტრო, ტელეკომპანია "რუსთავი" ორის ეთერში გასულ სიუჟეტს, ერაყში მყოფი არასრულწლოვანი საქართველოს მოქალაქეების და მათი დედის ინტერესების დამაზიანებელს უწოდებს. საერთაშორისო საჯარო სამართლის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა ჟურნალისტს ისიც განუმარტა, რომ იმ პირობებში, როდესაც ერაყის რესპუბლიკაში სასამართლო პროცესი მიმდინარეობს, საქართველოში ბავშვების დაბრუნების მიზნით დაგეგმილი სამომავლო ღონისძიებების შესახებ ინფორმაციის წინასწარ გაჟღერებამ, შესაძლოა, დააზიანოს არასრულწლოვნებისა და მათი დედის ინტერესები. თუმცა, უკვე გადადგმული ნაბიჯების შესახებ ჟურნალისტის კითხვებს დეტალურად და ამომწურავად უპასუხა. მიუხედავად ამისა, ჯერ გადაცემის ანონსში, შემდეგ კი სიუჟეტის ეთერში გასვლისას „შაბათის კურიერის" წამყვანის მხრიდან ითქვა, რომ „სახელმწიფო არასრულწლოვნების სამშობლოში დასაბრუნებლად არაფერს აკეთებს", სამინისტროს წარმომადგენლის ვრცელი და ამომწურავი ინტერვიუს ნაცვლად კი „რუსთავი-2"-ის მაყურებელმა ნახა მოკლე კომენტარი, რომელიც ნაწილობრივადაც ვერ ასახავდა იმ ღონისძიებებს, რაც საქართველოს არასრულწლოვანი მოქალაქეების დაბრუნების მიზნით იუსტიციის სამინისტროს მხრიდან გატარდა. 4 წლის შვილის დალურჯებული სახე დედამ ინტერნეტით ნახა. აქამდე ნაცემ ბავშვებს მოძალადეები Skype-ის საშუალებით ანახებდნენ, თუმცა, უკვე ხუთი თვეა, თეონა ტეფნაძემ ისიც კი არ იცის, ცოცხლები არიან თუ არა მისი შვილები. ერაყში საქართველოს ორი არასრუწლოვანი მოქალაქე დედამ თავად წაიყვანა. 2015 წელს თეონა ტეფნაძემ აჰმედ ალდოვსზე იქორწინა. მათ სამი წლის განმავლობაში თბილისში იცხოვრეს. 2018 წელს კი ალდოვსმა თეონას ერთ თვით მის მშობლებთან ბაღდადში წასვლა შესთავაზა. ტეფნაძის თქმით, არადადეგებზე ერაყში წასულ ცოლს ქმარმა საქართველოში უკან წამოსვლაზე უარი უთხრა. თეონა ტეფნაძე ამბობს, რომ ქმარმა მისი და მისი შვილების პასპორტები წაართვა და ქართველი ქალიც ტრეფიკინგის მსხვერპლი გახდა.
ტრამპმა შეაქო უკრაინის შეიარაღებული ძალების სამხედრო ტექნიკა და თქვა, რომ ისინი „საკმაოდ კარგად უძლებენ“
უკრაინამ სამი დღის განმავლობაში მეორედ დაარტყა მოსკოვის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას
ტრამპი აცხადებს, რომ თუ ირანთან შეთანხმებას 60 დღეში ვერ მიაღწევენ, აშშ დაბომბვას დაუბრუნდება
საქართველოს რკინიგზის საქმეზე ბრალდებულებს აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეეფარდათ
|
რედაქტორის რჩევით
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
ომი უკრაინაში
ტრამპმა შეაქო უკრაინის შეიარაღებული ძალების სამხედრო ტექნიკა და თქვა, რომ ისინი „საკმაოდ კარგად უძლებენ“
კიევში მასშტაბური თავდასხმა: ოთხი ადამიანი დაიღუპა, 25 კი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)