2019-02-03 11:36:09, 1466 ნახვა
პოლიტიკა
კონგრესმენი დუნკან ჰანტერი - ჩვენ გვინდა ძლიერი საქართველო, რომელსაც შეეძლება რუსეთთან გამკლავება,
„ჩვენ გვინდა ძლიერი საქართველო, რომელსაც შეეძლება რუსეთთან გამკლავება" - ამის შესახებ რესპუბლიკელი კონგრესმენი დუნკან ჰანტერი „ამერიკის ხმასთან“ ინტერვიუში აცხადებს.
„ჩვენ გვინდა ძლიერი საქართველო, რომელსაც შეეძლება რუსეთთან გამკლავება, და რომელიც განასახიერებს თავისუფლებას და დემოკრატიულ ღირებულებებს, რომელიც ჩვენ [ღირებულებებთანაა თანხვედრაში].... ჩვენ ერთი რამის გვჯერა და ეს გვართიანებს... საქართველო სწორ გზაზეა. ახლა ამერიკის დროა, რომ მხარდაჭერა ვაჩვენოთ და საქართველოს დავეხმაროთ. ჩვენ ამას კონგრესში ვაკეთებთ, საქართველოს მხარდამჭერი რეზოლუციით. ჩვენ უნდა დავეხმაროთ საქართველოს და სხვა თავისუფალ ქვეყნებს, რომელიც რუსეთის წინააღმდეგ იბრძვიან ყველა შესაძლო გზით“ , - რესპუბლიკელი კონგრესმენი დუნკან ჰანტერი
ავტორი: ,