2019-02-02 15:31:41, 1338 ნახვა
საზოგადოება
პანკისის ხეობაში მოსახლეობა ჰესების მშენებელობას აპროტესტებს
პანკისის ხეობაში მოსახლეობა ჰესების მშენებელობას აპროტესტებს.
როგორც ადგილზე შეკრებილები აცხადებენ, პროექტის განხორციელების შემთხვევაში, ისინი ეკოლოგიური პრობლემების წინაშე აღმოჩნდებიან, რაც სასმელი და სარწყავი წლის მიწოდებას შეაფერხებს.
პანკისელებმა პრემიერ-მინისტრის მამუკა ბახტაძის სახელზე შესაბამისი წერილი უკვე მოამზადეს და მას საკითხით დაინტერესებისკენ მოუწოდეს.
გარდა ამისა, მოსახლეობა სამართალდამცველებს ზეწოლაში ადანაშაულებს. მათივე მტკიცებით, რამდენიმე დღის წინ პოლიციაში ხეობის უხუცესები იყვნენ დაბარებული. პანკისელები საპროტესტო აქციების შეწყვეტას არ აპირებენ.
ცნობისთვის, კომპანია "ფერი" ბირკიანი-ჯოყოლო- დუისის მონაკვეთზე 110 კილოვატიანი ელექტრო გადამცემი ხაზის მშენებლობას გეგმავს, თუმცა სამუშაოები უკვე რამდენიმე თვეა მოსახლეობის პროტესტის გამო ვერ იწყება.
ავტორი: ,