14:16 - 30 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-02-02 11:48:34, 1051 ნახვა

კომენტარი
გოგიჩაიშვილი - ეს მოსამართლეები ყოველთვის უპრინციპო მსახურები იყვნენ

„ჩვენ გინდა, რომ სასამართლოს მომავალი იყოს ბევრად უფრო კარგი და საზოგადოებისთვის მისაღები“, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ლევან გოგიჩაიშვილმა მმართველი გუნდის შეხვედროს დაწყებამდე ჟურნალისტებს განუცხადა.

მან 26 იანვარს ჩატარებულ მოსამართლეთა რიგგარეშე კონფერენციას სამარცხვინო უწოდა და აღნიშნა, რომ ეს ადამიანები ყოველთვის „უპრინციპო მსახურები“ იყვნენ.

„მას შემდეგ რაც ჩვენ შევიკრიბეთ და შევხვდით, ძალიან ბევრი რამ მოხდა. იყო მოსამართლეთა სამარცხვინო კონფერენცია, იყო სამარცხვინო ეთერები მოსამართლეების, რომელთაც კიდევ ერთხელ ანახეს, რამდენად შეუფერებელნი არიან ამ საქმისთვის, რადგან მათი აზროვნება, მათი ლოგიკა ზუსტად იგივეა, რასაც ჩვენ ვსაუბრობდით. ეს ადამიანები იყვნენ ყოველთვის მსახურები, მათ არ გააჩნდათ პრინციპები, ისინი ასრულებდნენ დავალებას. სასამართლო ამ ადამიანების ხელში არის რისკის მატარებელი. შესაბამისად, ჩვენ გვინდა, რომ სასამართლოს მომავალი იყოს ბევრად უფრო კარგი და საზოგადოებისთვის მისაღები, იმიტომ, რომ თითოეულ ადამიანს ჰქონდეს განცდა, რომ მისი უფლებები ოდესღაც იქნება დაცული, თუ ის ოდესმე აღმოჩნდება სასამართლოს წინაშე. ამიტომ დღევანდელი ეს მოცემულობა არის მძიმე სურათი. ჩვენ ვფიქრობთ, რომ სალაპარაკო ძალიან ბევრია, ჩვენ გვაქვს ჩვენი ვარიანტები, რა ვარიანტითაც უნდა მოხდეს ხელმძღვანელობა, ასევე ჩვენთვის მნიშვნელოვანი არის ის საკითხები, რომელიც არის დაკავშირებული იმ კადრებთან“, - აღნიშნა ლევან გოგიჩაიშვილმა.

ცნობისთვის, „ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისში მმართველი გუნდის შეხვედრა მიმდინარეობს. შეხვედრას პარტიის თავმჯდომარე, ბიძინა ივანიშვილი უძღვება.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
საქართველოს ბანკი მსოფლიოში საუკეთესო ფინანსური ინოვაციების ლაბია - Global Finance
საქართველოს ბანკი, Superteam Georgia-თან პარტნიორობით, Solana-ს ყველაზე დიდი ჰაკათონის მხარდამჭერია
მამუკა მდინარაძე სამართალდამცავი ორგანოების კოორდინაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრად დაინიშნა
ოცნების ხელისუფლებასთან დაახლოებულ ვისოლს უნდა რომ წვრილმანი კომპანიები მოახრჩოს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics