2015-06-17 15:17:42, 420 ნახვა
პოლიტიკა
ზურაბ გურიელიძე: დაუზუსტებელი ინფორმაცია მქონდა ზოოპარკიდან გაქცეულ ცხოველებზე
ზოოპარკის დირექტორის ზურაბ გურიელიძის განცხადებით, მას დაუზუსტებელი ინფორმაცია ჰქონდა ზოოპარკიდან გაქცეულ და დაკარგულ ცხოველებთან დაკავშირებით.
როგორც გურიელიძემ აღნიშნა, ის შინაგან საქმეთა სამინისტროს აწვდიდა ინფორმაციას ცხოველებთან დაკავშირებით.
თუმცა, მისივე თქმით, შინაგან საქმეთა სამინისტრო საზოგადოებას განსხვავებულ ინფორმაციას აწვდიდა.
„ მე მქონდა დაუზუსტებელი ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით თუ რამდენი ცხოველი იყო გაქცეული და დაკარგული. შინაგან საქმეთა სამინისტროს ვაწვდიდი ინფორმაციას, მაგრამ სამინისტრო საზოგადოებას სრულიად განსხვავებულ ინფორმაციას აწვდიდა“,-განაცხადა ზურაბ გურიელიძემ.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან