14:15 - 30 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-02-01 20:49:07, 1162 ნახვა

კომენტარი
ბესელია: ვისაც მე ვუპირისპირდები, იმ ადამიანებისგან ყველა აკრძალული მეთოდის გამოყენებას ველოდები

„ვისაც მე ვებრძვი, ვისაც მე ვუპირისპირდები, იმ ადამიანებისგან ველოდები ყველა აკრძალული მეთოდის გამოყენებას“, - ამის შესახებ მან გავრცელებულ ფარულ ჩანაწერებთან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტროში გამართული შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

ბესელია აცხადებს, რომ აქვს ვარაუდი, თუ ვის შეიძლებოდა გაევრცელებინა ჩანაწერი, თუმცა კონკრეტულ პირს ვერ ასახელებს.

„მე კონკრეტული სახელი და გვარი რომ ვიცოდე, ის ადამიანი დაკავებული უნდა იყოს, მაგრამ მე მაქვს ჩემი ვარაუდები იმ პირთა წრის ირგვლივ, ვის ინტერესებშიც შეიძლება შედიოდეს და ვისაც ახასიათებს ასეთი ამაზრზენი მეთოდების გამოყენება, ვინც შეიძლება დაუშვას ასეთი ამაზრზენი მეთოდებით ბრძოლა. ვისაც მე ვებრძვი, ვისაც მე ვუპირისპირდები, იმ ადამიანებისგან ველოდები ყველა აკრძალული მეთოდის გამოყენებას", - აღნიშნა ბესელიამ.

კითხვას, ფიქრობს, თუ არა, რომ მიმდინარე მოვლენების უკან მისი თანაგუნდელებიც დგანან, ბესელიამ ასე უპასუხა: "მე ასეთ ადამიანებს არ მივიჩნევ თანაგუნდელებად. მე ამ ადამიანებს მივიჩნევ ან სააკაშვილის ხელისუფლების წარმომადგენლებლად, ან მათ  გამგრძელებლად, მიუხედავად იმისა, რა სახელი ჰქვიათ მათ დღეს და რომელი პოლიტიკური ქოლგის ქვეშ არიან, ეს ჯგუფი ადამიანების მე არ მიმაჩნია, რომ ჩემი თანაგუნდელები არიან. ეს არის გაგრძელება იმისა, რასაც ჩვენ ვებრძოდით ამ წლების განმავლობაში. ამიტომ პირთა წრე, ვისაც მე არ გამოვრიცხავ, არ გამოვრიცხავ იმ ხელისუფლებას ვისაც ვებრძვი დიდი ხანია, ეს არის სააკაშვილის ხელისუფლება და მისი რეჟიმის წარმომადგენლები, არ გამოვრიცხავ იმ ჯგუფს, რომელიც არის სასამართლოს შიგნით, რომელთა წინააღმდეგაც გადავდგით პრინციპული ნაბიჯები. გამორიცხვით ამას ვერ გამოვრიცხავ, მაგრამ ბრალს არავის ვდებ. არ დავარღვევ პრეზუმფციას, დავაცდი გამოძიებას და შემდეგ შევაფასებ გამოძიების შედეგებს“.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
საქართველოს ბანკი მსოფლიოში საუკეთესო ფინანსური ინოვაციების ლაბია - Global Finance
საქართველოს ბანკი, Superteam Georgia-თან პარტნიორობით, Solana-ს ყველაზე დიდი ჰაკათონის მხარდამჭერია
მამუკა მდინარაძე სამართალდამცავი ორგანოების კოორდინაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრად დაინიშნა
ოცნების ხელისუფლებასთან დაახლოებულ ვისოლს უნდა რომ წვრილმანი კომპანიები მოახრჩოს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics